ქართველი მომღერლის, ნუცა ბუზალაძის მორიგი წარმატება - ალბანეთში, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე – Kenga Magjike 2021 მან ფურორი მოახდინა. ამის შესახებ ბუზალაძემ სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
“ფინალში ვარ და ვემზადები ხვალისთვის! სადღაც, 40 სიმღერაში ჩვენი სიმღერა ფინალში გავიდა! როგორ მიხარია, არ იცით.
აქ ძალიან დიდი კონკურენციაა , ყველას მაგარი სიმღერა აქვს მილიონობით ნახვებით, მაგრამ მაინც ყველაფერი მაგრად მიდის ჩვენკენ,”- წერს ნუცა ბუზალაძე.