„პირველი არხის“ რუბრიკის „ბლიცი“ სტუმარი ქართველი ტელეწამყვანი და იუმორისტი დავით ლაბაძე👇
როგორ იწყება შენი დილა?
- გაღვიძებით.
ის, რაზედაც უარს ვერ ამბობ?
- ჭამა-სმა.
კერძი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს?
- ხინკალი, ჩაქაფული.
ფილმი, რომელიც მთელი ცხოვრება რომ უყურო არ მოგბეზრდება
- შერეკილები.
სამი რამ, რის გარეშეც არ შეგიძლია?
- ჰაერი, წყალი, საჭმელი.
სიმღერა, რომელიც ამ წამს გახსენდება?
- ჭრელო პეპელა.
ნივთი, რომელიც სულ თან დაგაქვს
- ტელეფონი.
რჩევა, რომელიც მიგიღია და გამოგდგომია?
- პური მიატანე, თორემ მშიერი დარჩები და სახელურებს არ ენდო.
რას შეცვლიდი შენს გარეგნობაში?
- წონას.
ყველაზე უცნაური რამ, რაც გაგიკეთებია?
- ტარზანობანას თამაში, რა დროსაც ხიდან ჩამოვვარდი და ხელი მოვიტეხე.
ბოლოს როდის იყავი საკუთარი თავით კმაყოფილი?
- პეტერბურგში.
ყველაზე დიდი მიღწევა ბოლო 10 წლის განმავლობაში?
- „კაცები“.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 თიკა ფაცაცია კვლავ შესანიშნავ ფორმაშია - ტელეწამყვანის ვარდისფერმა კაბამ აღფრთოვანება გამოიწვია
🎥 გაიცანით, პედიატრი რუსთავიდან, რომელიც ცეკვის სამოყვარულო ჯგუფის გაკვეთილებს ესწრება