Digest Logo

ჯანმოს ინფორმაციით, დეკემბერში COVID 19-ით 10 000 ადამიანი გარდაიცვალა

1704962196
კოვიდის ტესტი

გაეროს ჯანდაცვის ორგანიზაცია აცხადებს, რომ სადღესასწაულო შეკრებებმა კორონავირუსის გავრცელება გამოიწვია, რასაც დეკემბერში თითქმის 10 000 ადამიანი ემსხვერპლა.

მათი თქმით, თითქმის 50 ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტების რაოდენობა 42%-ით გაიზარდა. ასევე ნოემბერთან შედარებით, თერაპიის განყოფილებაში 62%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„მიუხედავად იმისა, რომ თვეში 10,000 ადამიანის სიკვდილი ბევრად ნაკლებია პანდემიის პიკზე, პრევენციული სიკვდილის ეს დონე მიუღებელია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.