Digest Logo

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1739599591
15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ასევე, კარგი დროა მსხვილი საყიდლებისთვის. უფროსებთან და თანამდებობის პირებთან ურთიერთობაც წარმატებით წარიმართება. მნიშვნელოვანია, რომ დაწყებული საქმეები დღესვე დაასრულოთ და არ გადადოთ მომავლისთვის. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სჯობს სხვა დროისთვის გადადოთ. გირჩევთ, ზომიერება გამოიჩინოთ საკვებსა და სასმელში, რაციონიდან გამორიცხოთ სახამებლისა და ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.

ზოდიაქოს ნიშნებისთვის რეკომენდაციები:

ვერძი: არ გაამხილოთ თქვენი გეგმები სხვებისთვის, რათა თავიდან აიცილოთ კრიტიკა ან თქვენი იდეების მიტაცება. თქვენი ენერგია მაღალ დონეზეა, ამიტომ შეგიძლიათ რთულ საკითხებს გაუმკლავდეთ.

კურო: დაასრულეთ ის საქმეები, რომლებზეც პასუხისმგებლობა აიღეთ. დარწმუნდით, რომ პროცესები თქვენი მონაწილეობის გარეშეც წარმატებით მიმდინარეობს. გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე.

ტყუპი: პოზიტიური განწყობა და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ სერიოზული პრობლემების გადაჭრაში. დაგეგმეთ დღე რაციონალურად და დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს.

კირჩხიბი: მოიშორეთ ძველი და უინტერესო საქმეები, დაიწყეთ ახალი, შთამაგონებელი პროექტები. ემოციური განტვირთვა სასარგებლო იქნება.

ლომი: დღეს ბევრი რამ თქვენს სასარგებლოდ წარიმართება. გამოიყენეთ თქვენი კავშირები ფრთხილად, რათა არ დაუშვათ შეცდომები. გაიარეთ საყიდლებზე ან ეწვიეთ სპა-სალონს.

ქალწული: მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას და აირჩიეთ აქტივობები, რომლებიც გიტაცებთ. გარეგნობის ან ვარცხნილობის შეცვლა დაგეხმარებათ თავდაჯერებულობის ამაღლებაში.

სასწორი:  მუშაობამ შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი პროდუქტიულობა. არ მოუსმინოთ სხვის რჩევებს და იმუშავეთ თქვენთვის კომფორტული ტემპით.

მორიელი: გაამახვილეთ ყურადღება წვრილმანებზე, რათა წარმატებით განახორციელოთ თქვენი გეგმები. ესაუბრეთ უცნობებს, მათ შეიძლება საინტერესო იდეები მოგაწოდონ.

მშვილდოსანი: დღეს რთულია სამუშაო საკითხებზე კონცენტრირება. იმუშავეთ კონფიდენციალურად და შეზღუდეთ კონტაქტები. არ დაგავიწყდეთ დასვენება.

თხის რქა: შესაფერისი დღეა წარსული შეცდომების გამოსასწორებლად და შესრულებული სამუშაოს შესამოწმებლად. გამოიჩინეთ ინიციატივა, პირად ურთიერთობებში.

მერწყული: იყავით მოვლენების ცენტრში, რათა მიაღწიოთ წარმატებას.

თევზები: მოერიდეთ დისკუსიებში მონაწილეობას და თქვენი აზრის ღიად გამოხატვას .

 ასევე დაგაინტერესებთ:

„ძალიან გიხდება შავი“ - ნინი ქარსელაძე ახალ ფოტოს გვიზიარებს

„ღმერთო, მადლობა“ - ნანუკა გულუა შვილის უსაყვარლეს ფოტოებს გვიზიარებს

მარიამ მათიაშვილმა შვილის ახალი ფოტო გამოაქვეყნა

წყარო: www.primetime.ge