Digest Logo

17:00 სთ-დან ჩამოწერეთ სურვილები ფურცელზე და შეინახეთ - დღეს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა, რჩევები ასტროლოგისგან

1666674434
ცაგარელი ასტროლოგი

დღეს, 25 ოქტომბერს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს და გაფრთხილებას აძლევს.

არ ვარგა :

ახალი საქმის დაწყება, ინფორმაციებით თავის გადატვირთვა, ფიზიკურად და ემოციურად გადაღლა. ხორცის, მძიმე და რთული საკვების მიღება. ალკოჰოლი, თამბაქო. ბრაზი, განკითხვა და ა.შ.

ასევე არ გირჩევთ მზის სხივებზე ყოფნას და მასზე დაკვირვებას. უკეთესი იქნება მზის სქელი ფარდებით ოთახების დაფარვას ნეგატიური სხივებისგან.

დაბნელების პიკია 14:50 სთ.

სასურველია:

ლოცვა, აღსარება, მონანიება, პატიება, მადლიერება…
დალოცეთ
გ უ ლ წ რ ფ ე ლ ა დ

ყველა… გაუგზავნეთ დიდი სიყვარული, ბედნიერება, სიკეთე , მადლიერება…
საჭიროა შხაპი კონტრასტული, ძალიან მსუბუქი კვება, ვისაც შეუძლია შეიკავოს თავი.

დაბნელების დასასრულს 17:00 სთ-დან ჩამოწერეთ სურვილები ფურცელზე და შეინახეთ.
სურვილებში ჩაწერეთ საქართველოს მშვიდობა და ბედნიერება მსოფლიოს მშვიდობა და ბედნიერება, სამყაროს მადლიერება ყველაფრისათვის… ამის შემდეგ პირადი სურვილები, რომელიც დიდი სიფრთხილით შეარჩიეთ…
 სიკეთე გქონოდეთ…“, - წერს მიხეილ ცაგარელი.