Digest Logo

„20 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 10:47 საათზე ახალმთვარეობაა მორიელის 29° გრადუსზე ეს არის ბოლო, კრიზისული გრადუსი“ - ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი

1763444248
თამარ ხოსროშვილი

„20 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 10:47 საათზე, იქნება ახალმთვარეობა მორიელის 29° გრადუსზე“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი თამარ ხოსროშვილი წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს. 

მისი თქმით,  ამ ახალმთვარეობაზე ზედაპირზე ამოდის ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო მყარად გაჩერებული — წყენა, ეჭვი, შინაგანი დაძაბულობა, ემოცია, რომელსაც ვფარავდით და ვერ ვაღიარებდით.

„20 ნოემბერს, თბილისის დროით დილის 10:47 საათზე, იქნება ახალმთვარეობა მორიელის 29° გრადუსზე — ეს არის ბოლო, კრიზისული გრადუსი, ეგრეთ წოდებული კარიბჭე, სადაც მორიელის ენერგია ყველაზე ინტენსიური და გარდამტეხია.

მორიელი ფიქსირებული წყალია — ემოცია, რომელიც სიღრმეში ილექება და დიდხანს რჩება.

მორიელის ენერგია არაფერს უშვებს მარტივად; ყველა გრძნობა აქ ჩერდება, ფიქსირდება, იღებს ფორმას, მყარდება, თითქოს თავის თავში იკვრება. ამიტომაც ამ ახალმთვარეობაზე ზედაპირზე ამოდის ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში იყო მყარად გაჩერებული — წყენა, ეჭვი, შინაგანი დაძაბულობა, ემოცია, რომელსაც ვფარავდით და ვერ ვაღიარებდით. სწორედ ამ თემებს ვუშვებთ და ვათავისუფლებთ ამ ახალმთვარეობას. ეს არის დრო, როცა ბოლომდე უნდა ვაღიაროთ, რა აღარ ვართ და რაზე ვამბობთ უარს.

ახალმთვარეობა ლილიტთან და რეტრო მერკურთან არის შეერთებაში. სწორედ ლილიტს ამოაქვს ზედაპირზე ყველაფერი ის, რაც ჩუმად დაგროვდა — წყენები, გამოუთქმელი სურვილები, ჩუმი ბრაზი, ისტორიები და ამბები, რომლებიც თითქოს დასრულდა, მაგრამ ბოლომდე არ გახსნილი და სახელი არ დარქმევია.

რეტრო მერკური გვაბრუნებს ძველ საუბრებში, გაუგებრობებში და იმ ფრაზებში, რომლებიც მაშინ არ იყო სწორად გამოთქმული.

ახლა თითქოს ყველაფერი უნდა ვთქვათ, ოღონდ უკვე სხვანაირად — უფრო სუფთად და ბოლომდე.

მზე მთვარის შეერთება ოპოზიციაშია ურანთან, რაც ამ პროცესს მოულოდნელ იმპულსს აძლევს. მას მოაქვს ცვლილება, რომელიც გუშინ ჯერ კიდევ არ იყო შესაძლებელი; გადაწყვეტილება, რომელიც უცაბედად ყალიბდება; მოაქვს გათავისუფლების განცდა იქ, სადაც წლებია ჩარჩენილი ვიყავით.

რადგან სატურნი, იუპიტერი, ნეპტუნი და ურანიც რეტროგრადულია, ყველაფერი თითქოს თანაბრად მოტრიალებულია უკან — სტრუქტურა, რწმენა, ილუზია, თავისუფლების გზები.

ახალი ნაბიჯი თითქოს სწორედ ამ უკან დაბრუნებით იწყება; ჩვენ ვუბრუნდებით ძველ ფენებს, რათა დავინახოთ, რა იყო დამალული და რა აღარ ემსახურება ჩვენს მომავალს.

მორიელის ენერგია ამ პროცესში ფსკერზე ჩასვლას მოითხოვს — ფარული დინების გაცნობიერებას, შიშის თვალებში ჩახედვას, ტოქსიკური კავშირების მოშლას და საკუთარი ძალის თანდათან დაბრუნებას. ტრანსფორმაცია აქ არ არის მარტივი, მაგრამ აუცილებელი და გარდაუვალია.

ვუშვებთ იმას, რაც არ ემსახურება ჩვენს ახალ მიმართულებას, რომ ადგილზე გაჩერების ნაცვლად ძლიერი, სუფთა ნაბიჯით გადავიდეთ შემდეგ ციკლში, მშვილდოსნის თემებში განვითარებისკენ და თვალსაწიერის გაფართოებისკენ“,  - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ამინდის პროგნოზი

⭕„არასასიკეთო დღეს მოგზაურობისთვის, კრედიტის ასაღებად და ახალ სახლში გადასასვლელად“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი