20 ოქტომბერი - გონების მახე: ნუ გააზვიადებთ მოვლენებს!
მეგობრებო, 20 ოქტომბრის ასტროლოგიური ფონი ემოციების მართვისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარს გამოცდის. დღის განმავლობაში ადვილი იქნება გაღიზიანება, სხვისი სიტყვების ზედმეტად მძაფრად აღქმა და უმნიშვნელო უთანხმოების სერიოზულ დაპირისპირებად ქცევა. მთავარი რეკომენდაციაა - ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას და მოვლენებს რეალურ მასშტაბზე მეტად ნუ წარმოაჩენთ.
მთვარე მერწყულის ნიშანში განაგრძობს მოძრაობას და აძლიერებს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და საკუთარი გადაწყვეტილებებით მოქმედების სურვილს. თუმცა მთვარის ოპოზიცია მარსთან, რომელიც განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში იგრძნობა, მოუთმენლობასა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილს გაამძაფრებს. სხვისი შენიშვნა, დაუკითხავი რჩევა ან თქვენს გეგმებში ჩარევა შესაძლოა იმაზე მეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდეს, ვიდრე ჩვეულებრივ. განსაკუთრებით რთული იქნება შეზღუდვებთან შეგუება და სხვისი მოთხოვნების მიღება.
დაძაბულობა 15:00 საათიდან უფრო მოიმატებს, როდესაც მთვარე მორიელში მყოფ მერკურთან დაძაბულ ასპექტს- კვდრატს შექმნის. ემოციურ რეაქციებს გონებრივი დაძაბულობაც დაემატება. გვექნება სხვისი ნათქვამის ზედმეტად გაანალიზების, ფარული აზრის ძიებისა და ძველი უსიამოვნო საუბრების გახსენების ტენდენცია. თუმცა ეს გავლენა სასარგებლოდაც შეგვიძლია გამოვიყენოთ - დღე ხელსაყრელია ანალიტიკური მუშაობისთვის, შეცდომების აღმოსაჩენად, დოკუმენტების შესამოწმებლად და პრობლემური საკითხების მიზეზების გასარკვევად.
დაახლოებით 19:00 საათის შემდეგ მთვარე იუპიტერს დაუპირისპირდება და მთვარის, იუპიტერისა და მერკურის მონაწილეობით დაძაბული ტაუ-კვადრატი ჩამოყალიბდება. იუპიტერი ემოციებსა და მოლოდინებს აძლიერებს, ამიტომ დღის მეორე ნახევარში მცირე უსიამოვნებამ შესაძლოა სერიოზული პრობლემის სახე მიიღოს, ჩვეულებრივი უთანხმოება კი სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში, საქმიან მოლაპარაკებებსა და პირად ურთიერთობებში.
დღის მთავარი ხაფანგი საკუთარი ემოციური რეაქციის ობიექტურ შეფასებად მიჩნევაა. ამიტომ მოერიდეთ დაუფიქრებელ განცხადებებს, ნაჩქარევ დაპირებებსა და კამათს, რომელშიც საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეეცდებით. გადაწყვეტილებები გადამოწმებულ ფაქტებს უნდა დაეყრდნოს და არა ვარაუდებს. ეს დრო მიმდინარე საქმეების დასასრულებლად, ინფორმაციის გასაანალიზებლად და სამომავლო გეგმების შესადგენად გამოიყენეთ.
მთვარის დღეების მიხედვით, 15:25 საათამდე მეათე მთვარის დღე გაგრძელდება, შემდეგ კი მეთერთმეტე მთვარის დღე დაიწყება. ეს უკანასკნელი მთვარის თვის ერთ-ერთ ყველაზე ენერგიულ დღედ მიიჩნევა. მისი სიმბოლოებია ცეცხლოვანი მახვილი, გვირგვინი და ლაბირინთი, რომლებიც შინაგან ძალას, აქტიურობასა და ენერგიის სწორად მართვის აუცილებლობას გამოხატავს.
მეთერთმეტე მთვარის დღეს შესაძლოა ენერგიის მოზღვავება, მოქმედების, წინსვლისა და ცვლილებების განხორციელების ძლიერი სურვილი იგრძნოთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, გაბედული იდეების განსახორციელებლად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სპორტისა და აქტიური მუშაობისთვის. თუმცა დიდი ენერგია თვითკონტროლსა და დისციპლინასაც მოითხოვს. დღის მთავარი ამოცანაა, შინაგანი ძალა სასარგებლო მიმართულებით წარმართოთ და იმპულსურ მოქმედებებს არ აჰყვეთ.
ეზოტერულ ტრადიციაში მეთერთმეტე მთვარის დღე კუნდალინის ენერგიისა და ადამიანის შინაგანი სასიცოცხლო ძალის გაღვიძებასაც უკავშირდება. ამ დღეს სასარგებლოა სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა, მედიტაცია, ცეკვა და სხვა პრაქტიკები, რომლებიც სხეულისა და ენერგიის მართვაში გვეხმარება.
20 ოქტომბერი ემოციების მართვისა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღების უნარის გამოცდაა. დღის დაძაბულ ასპექტებს ნუ მისცემთ უფლებას, მცირე გაუგებრობა დიდ კონფლიქტად აქციონ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, დაეყრდენით ფაქტებს და ენერგია მნიშვნელოვანი საქმეებისკენ მიმართეთ.
გისურვებთ ცნობიერად და სიბრძნით გაატაროთ დღევანდელი დღე!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 20 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით