ბუნიობა წელიწადის განსაკუთრებული დროა. ასტროლოგიაში ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ითვლება, რომ გაზაფხული ბუნიობის დღე ენერგეტიკულად ძალიან ძლიერია, ამიტომაც ადამიანები ოდითგანვე სხვადასხვა წესსა და რიტუალს ასრულებდნენ, რომ კეთილდღეობა და იღბალი მოეზიდათ:
🔵23 თებერვალს მაგიური თარიღია - როგორ იმოქმედებს ეს დღე თითოეულ ჩვენგანზე
ჩვენი წინაპრები თვლიდნენ, რომ გაზაფხულის ბუნიობა ახალ სიცოცხლესთან, მოსავალთან, ბუნების გაღვიძებასა და განახლებულ შესაძლებლობებთან იყო დაკავშირებული.
დროთა განმავლობაში კი, გარკვეული ჩვევები ჩამოაყალიბეს, რომელსაც ხშირად ასრულებდნენ.
მაგალითად, ის გოგონები, რომლებიც დაქორწინებულები არ იყვნენ, გაზაფხულის ბუნიობის დღეს სიმბოლურად რაიმეს აცხობდნენ. თუ პირველ შემთხვევაში პატარა ნამცხვარი, ბლინი, ორცხობილა თუ სხვა არ გამოვიდოდა, დაიწვებოდა, ან დაიშლებოდა, ითვლებოდა, რომ გოგონა იმ წელს ვერ დაქორწინდებოდა.
გარდა ამისა, გამოცხობისას ცომში პატარ-პატარა სუვენირებს, მაგალითად, მონეტას, ბეჭედს, საყურეს ათავსებდნენ. ვისაც მონეტიანი ღვეზელი ან ფუნთუშა შეხვდებოდა, ითლებოდა, რომ ის წელი მისთვის ფინანსურად ძალიან წარმატებული იქნებოდა, ხოლო, ვისაც ფუნთუშაში ბეჭედი შეხვდებოდა, დაქორწინებას, ან ოჯახური ცხოვრების სხვა ეტაპზე გადაყვანას შეძლებდა.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაზაფხულის ბუნიობისთვის სახლი საფუძვლიანად დაასუფთავოთ. ძველად ამ დღეს იატაკებს მარილიანი წყლით რეცხავდნენ. გარდა ამისა, სახლიდან ყველა ზედმეტი ნივთი გაიტანეთ, გადააგდეთ, გააჩუქეთ. ითვლება, რომ ეს დღე განახლებისა და ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყებად საუკეთესოა. გადახედეთ ძველ ურთიერთობებს და დაემშვიდობეთ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენზე ცუდ გავლენას ახდენენ.
გარდა ამისა, ამ დღეს შეგიძლიათ სიმბოლურად დაწვათ ძველი ნივთები, ფურცელი, რომელზედაც ნეგატიურ გამოცდილებებს ჩამოწერთ და დაემშვიდობოთ ყველა იმ ამბავს, რომელიც განერვიულებთ.
ჩვენი წინაპრები ბუნიობის დღეს ერთმანეთს პატიებას სთხოვდნენ. ითვლება, რომ ეს დღე დანაშაულის მონანიებისა და მიტევებისთვის საუკეთესო პერიოდია. გაზაფხულის ბუნიობის დღეს კარგის ნიშანია, თუ ცაში ფრინველთა გუნდს დაინახავთ.
ითვლება, რომ თუ ბუნიობის დღეს კარგი ამინდი იქნება, მომდევნო 20 დღის განმავლობაში თბილი და მზიანი ამინდი შენარჩუნდება, ხოლო თუ ცივი ამინდი იქნება - პირიქით.
რაც მთავარია, გამოხატეთ მადლიერება სამყაროს მიმართ. გაიხსენეთ ყველა ბედნიერი დღე, წარმატების ისტორია, გამართლება თუ იღბალი და კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„მნიშვნელოვანი შეხვედრების და მისტიკური დღეა“ - დღის პროგნოზი
🔵„მამაჩემმა სიკვდილის წინა დღეს დედას ჰკითხა, ის ძალიან ლამაზი გოგო სადაა, აქ რომ იყო წუხელო... “ - რას იხსენებს ნინი შერმადინი
წყარო: www.beaumonde.ge