Digest Logo

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1747807100
21 აპრილიიიი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

შესანიშნავი დღეა, როგორც ძველი საქმეების შეფასებისთვის, ასევე ახლების დაგეგმვისთვის. პიროვნული მომხიბვლელობა და გონიერება საინტერესო ნაცნობობაში დაგეხმარებათ, რომელსაც მომავალში შეიძლება კარგი გაგრძელება ჰქონდეს. მნიშვნელოვანია, რომ საქმეს გონივრულად მიუდგეთ, საჭიროების შემთხვევაში კი რჩევა ახლობლებს ჰკითხოთ. იუმორის გრძნობა უსიამოვნო კონფლიქტის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

კურო

ამ დღეს შეიძლება, პირად ცხოვრებაში მოულოდნელი პრობლემები შეგექმნათ. სავარაუდო, თქვენი უზომო თავდაჯერება და აგრესიულობა საყვარელ ადამიანებთან დაპირისპირების მიზეზი გახდება. გირჩევთ, პრობლემას ემოციების გარეშე, რაციონალურად მიუდგეთ. გულგრილად ნუ ჩაუვლით ადამიანს, რომელსაც თქვენი დახმარება და მხარდაჭერა სჭირდება.

ტყუპები

ამ დღეს სამსახურში ფრთხილად იყავით, რადგან უნებლიე შეცდომამ შეიძლება ფინანსური დანაკარგები და პრობლემები გამოიწვიოს და დაკარგოთ. გახსოვდეთ, რომ ოჯახის წევრებს თქვენი მხარდაჭერა და ყურადღება სჭირდებათ და მათთვის დრო უნდა გამონახოთ – საპასუხოდ ზრუნვასა და სიყვარულს იგრძნობთ. საღამოს შოპინგი წარმატებული იქნება და დადებით ემოციებს მოგიტანთ.

კირჩხიბი

ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ტრანსპორტში, გადაადგილების დროს. პრობლემები გელით საქმიან ქაღალდებთან მუშაობისას დროსაც. სავარაუდოდ, საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ, ამიტომ მნიშვნელოვანი შეხვედრები და დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხები შემდეგი დღეებისთვის უნდა გადადოთ. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს — ეს უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

ლომი

შესანიშნავი დღეა საოჯახო საქმეებისთვის. მოაწესრიგეთ საცხოვრებელი სივრცე, მოიშორეთ უსარგებლო ნივთები. სისუფთავე და სიმყუდროვე სახლში წარმატებას მოიზიდავს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან ზედმეტმა ემოციურობამ შეიძლება დაგაზიანოთ და გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში კონფლიქტები გამოიწვიოს. ხელშეკრულების გაფორმებისა და გარიგების დადებისთვის არახელსაყრელი დღეა.

ქალწული

დატვირთული დღის ბოლოს დასვენება და მოდუნება ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა ვარჯიშისა და დაბალანსებული დიეტის დაწყებისთვის. ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში გატარებული დრო სტრესისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან. ზოგადად, ეს დღე მავნე ჩვევების დავიწყებისთვის ხელსაყრელია. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიანობაში არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების გამოცდილებაც გამოიყენოთ.

სასწორი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. იცით, სასურველს როგორ მიაღწიოთ და მიზნისკენ თამამად მიდიხართ. გაითვალისწინეთ, რომ წარმატების მიღწევა მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასებით არის შესაძლებელი. არ გადაიღალოთ, რადგან ენერგია დაგეგმილის განხორციელებისთვის დაგჭირდებათ. ყურადღებით უსმინეთ ყველაფერს, რასაც გარშემო მყოფები ამბობენ და შეიძლება, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ.

მორიელი

ეს დღე მოულოდნელობებითაა სავსე. პროფესიული საქმიანობის სფეროში სირთულეები გელით, თუმცა საქმე რომელიც უიმედო გეგონათ, მალე შემოსავალს მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ დაძაბული მუშაობიდან ყურადღებას დროდადრო სასიამოვნო საქმეებზე გადაიტანთ, დაისვენებთ და სულიერად განიტვირთებით.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ქრისტინე იმედაძის შვილმა სკოლა დაამთავრა - ნახეთ, რა კადრებს აქვეყნებს მომღერალი

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ქარი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში