Digest Logo

„23 რიცხვამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია და ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ“ - მიხეილ ცაგარელი

1700464369
 მიხეილ ცაგარელი

„მიმდინარე კვირა 2 ნაწილად შეგვიძლია გავყოთ - 23 რიცხვამდე და 23 რიცხვის შემდეგ. 23 რიცხვამდე დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია და ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენეთ. 23 რიცხვის შემდეგ კი დედამიწა იწყებს გადასვლას უარყოფით ენერგოველში და აქ სიტუაცია დაიძაბება და გასტანს 5 დეკემბრამდე“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს. 

მიმდინარე კვირა სავსეა გეომაგნიტური დღეებით, ესენია - ორშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა. ამ დღეებში აკონტროლეთ წნევა, იყავით ყურადღებით და დაისვენეთ.

ასევე გვაქვს 2 მნიშვნელოვანი მოვლენა:

ოთხშაბათს - მზე, ხოლო პარასკევს პლანეტა მარსი - საქმიანობის, ენერგიის მმართველი პლანეტა, გადაინაცვლებს 1 თვით მშვილდოსნის ნიშანში. 

ამ პერიოდში იხსენება კომუნიკაცია, უცხოელებთან ურთიერთობა, მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდია, ასევე აქტიური ვარჯიშისთვის იქნება კარგი პერიოდი, ამიტომ იაქტიურეთ და გამოიყენეთ ეს პერიოდი“, - გვირჩევს ასტროლოგი.

რაც შეეხება ნეგატიურ მოვლენებს, ამ პერიოდში ეს იქნება ეგოიზმი და დიქტატორობა, სულსწრაფობა და ფულის ხარჯვა, გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი შემდეგი 1 თვის განმავლობაში.

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 რატი დურგლიშვილი მცხეთაში საკუთარი სახლის გარე განათების ლამპიონებს ამზადებს - „სანატრელი და სასურველი სასიძო“

🎥 როგორია ნოემბრის ფინანსური პროგნოზი - ასტროლოგის რეკომენდაცია და რჩევები ზოდიაქოს 12-ვე ნიშანს

🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ