Digest Logo

29 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1743227910
29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

ახალი პროექტების დაწყება არ ღირს, უმჯობესია, დაგროვილი საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. შესაძლოა, პროფესიული გეგმების გადახედვა ან სამუშაო პროცესში ცვლილებების შეტანა მოგიწიოთ. დღეს შეცდომების გამოსწორებისთვის იდეალური დროა. გამოცდილ კოლეგებთან საუბარი დაგეხმარებათ, რომ სიტუაცია სხვა კუთხიდან დაინახოთ.

რჩევა: სანამ ახალ საქმეებს დაიწყებთ, ძველები დაასრულეთ. თანმიმდევრულობა და დისციპლინა მომავალში შეცდომებისგან დაგიცავთ.

კურო

ამ დღეს კუროებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარ გრძნობებში უკეთ გაერკვნენ. თუ ურთიერთობებში ბევრი კითხვა დაგროვდა, სასურველია ისინი პარტნიორთან, მშვიდად და კონფლიქტის გარეშე განიხილოთ. ეს დღე თავდაჯერებას მოგანიჭებთ. შანსი გექნებათ, რომ ძველი კავშირები გადააფასოთ და თქვენ ცხოვრების გარკვეული ეტაპი საბოლოოდ დაასრულოთ.

რჩევა: ეცადეთ, სიბრძნე გამოიჩინოთ და ძველი წყენა დაივიწყოთ. გულწრფელი საუბარი დაგეხმარებათ, რომ ემოციური ბალანსი აღიდგინოთ.

ტყუპები

ამ დღეს ფინანსებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. უმჯობესია, დიდი ხარჯებისა და საეჭვო ინვესტიციებისგან თავი შეიკავოთ. ეს დღე ბიუჯეტის ანალიზისა და ფინანსური მიზნების გადახედვისთვის ხელსაყრელია. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვენით მანიპულირება სცადოს ან გაუთავებელი თხოვნებით დაგღალოთ.

რჩევა: მოერიდეთ ზედმეტ ხარჯებს და ფინანსურ გადაწყვეტილებებს ემოციებზე დაყრდნობით ნუ მიიღებთ. სჯობს ინფორმაცია კარგად შეისწავლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შესაძლოა, ფიზიკური ან ემოციური დაღლილობა იგრძნოთ. ეს შეიძლება დაგროვილი სტრესისა და შინაგანი დაძაბულობის შედეგი იყოს, რომლისგან დროულად უნდა გათავისუფლდეთ. სასურველის მისაღწევად მზად ხართ, საკუთარი კავშირები, მეგობრების დახმარება და სხვა ბერკეტები გამოიყენოთ. უმჯობესია, ზედმეტ დატვირთვას და სტრესულ სიტუაციებს მოერიდოთ და სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ.

რჩევა: გირჩევთ, ტემპი შეანელოთ და საკუთარ ორგანიზმს ყურადღებით მოუსმინოთ. ახლა ძალების აღდგენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქტიური მოქმედება.

ლომი

საკუთარი მიღწევების გააზრებისა და შეფასების დროა. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას - ჯერ ინფორმაციის დაგროვება და გააზრება სჯობს. თუ ძველი წყენისთვის სამაგიეროს გადახდას არ მოინდომებთ, ეს დღე მშვიდად ჩაივლის და სასიამოვნო მოგონებებს დაგიტოვებთ.

რჩევა: გირჩევთ, ეს დღე თვითანალიზისთვის გამოიყენოთ. დასკვნები თქვენს მომავალ განვითარებას განსაზღვრავს.

ქალწული

ეს დღე პირადი ურთიერთობების გადაფასების პერიოდია. შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ზოგიერთი ურთიერთობა დასრულდა, სხვებს კი მეორე შანსი უნდა მისცეთ. თუ ბოლო დროს კონფლიქტები ან გაუგებრობები გქონდათ, ახლა შერიგებისთვის შესაფერისი დროა. შესაძლებელია, რომ ძველი ნაცნობი თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდეს, რაც წარსულზე დაგაფიქრებთ. მთავარია, ემოციებს არ აჰყვეთ.

რჩევა: ეცადეთ, წყენა დაივიწყოთ. სხვისი პატიებით საკუთარ თავსაც საშუალებას მისცემთ, რომ ახალ, უფრო ჰარმონიულ ურთიერთობებს გზა გაუხსნათ.

მეტის გასაგებად გადადით ბმულზე:

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შსს-ს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით ოთხი პირია დაკავებული

🎥 „ცალსახად თავისუფლებაზე ვმღერი და თავისუფლება არის ჩემი მესიჯი...“ - მარიამ შენგელია

⭕„დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ათზე მეტი ჭრილობა მიაყენა“ - თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა