სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი Astrologia.ge-ი მარსის რიტუალის შესახებ გვიზიარებს ინფორმაციას, რომელიც დღეს, 3 თებერვალს უნდა გააკეთოთ:
„მარსის რიტუალი: „ბალანსის ძალა“
რადგან სამშაბათია, მარრსისდღე და მთვარე სასწორშია, გირჩევთ:
აანთეთ წითელი და ცისფერი სანთელი გვერდიგვერდ. წარმოიდგინეთ, როგორ ერწყმის მარსის ენერგია და თქვენი ჰარმონია ერთმანეთს. თქვით: „მე მაქვს ძალა ვიმოქმედო და სიბრძნე შევინარჩუნო სიმშვიდე. ჩემი მოქმედება ჰარმონიულია“.
• რატომ მუშაობს: მარსი გვაძლევს იმპულსს, სასწორის მთვარე კი ამ იმპულსს აძლევს სწორ მიმართულებას, რათა თქვენი აქტივობა იყოს არა დამანგრეველი, არამედ აღმშენებლობითი.
მარსივით ძლიერ და ჰარმონიულ სამშაბათს გისურვებთ.დაე, ძალა იყოს ჩვენთან“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.