სულ რამდენიმე დღეში ახალი წელი შემოაბიჯებს. 2025 წელი ხის სტიქიის, მწვანე გველის წელიწადია, რაც აღმოსავლურ იდეოლოგიაში სიბრძნისა და ოჯახური სტაბილურობის სიმბოლოდ მიიჩნევა.
როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე და გავშალოთ სუფრა - ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
„ნაძვის ხე სასურველია სამხრეთ-აღმოსავლეთით მხარეს დავდგათ, ოთახის შუა ცენტრშიც მისაღებია. მნიშვნელოვანია გულით და სიყვარულით მოვრთოთ, გვერდით აუცილებლად ჩიჩილაკი დაუდგით, როგორც ხის სტიქიის წარმომადგენელი, რეალურად ჩვენი, ქართული ნაძვის ხეც ეს არის.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ 3 ატრიბუტიც, რომელიც მნიშვნელოვანია, ეს უნდა იყოს: ბროწეულის, მანდარინისა და ლიმონის ხის ტოტები. ხელოვნურიც რომ იყოს, მისაღებია თუ ჩანს ტოტები, ზედ მანდარინები. ეს არის აღმოსავლეთში ხვავის, ბარაქის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის სიმბოლოები, რომელიც გნებავთ ნაძვის ხესთან, გნებავთ მაგიდასთან ახლოს უნდა იყოს, როგორც მნიშვნელოვანი რიტუალური ფაქტორი.
სუფრაზე ყველაფერი შეიძლება, დაწყებული ქართული, მამა-პაპური კერძებით, დასრულებული ეგზოტიკურით. მთავარი არის ის, რომ რადგან ამ პერიოდში ღვიძლის ზონა სუსტდება, გავითვალისწინოთ, რომ არ უნდა იყოს მაგარი სასმელი, როგორიცაა არაყი ან კონიაკი, ღვინო კი ბატონო.
კარგი იქნება სახლში შეხვედრა, ნაკლები ხმაური, დავუშვათ სროლა და ა.შ. რადგან გველს ამის ძალიან ეშინია, ამიტომ ზომიერების ფარგლებს ნუ გავცდებით. მეორე: ოჯახი გველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ძალიან კარგია ჯერ ოჯახში შეხვდეთ და მერე მეგობრებთან, სხვა ადგილებში. მხიარულად, მაგრამ ზედმეტი ხმაურის გარეშე. მომავალი მასპინძლის კეთილგანწყობისთვის ეს რიტუალები ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ასტროლოგი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საათს მარჯვენაზე ვიკეთებ, ისე, რომ იცოდეთ“ – ლაშა ბექაური კრიტიკოსებს პასუხობს