Digest Logo

„აიღეთ ფურცელი და კალამი, დეტალურად ჩამოწერეთ თქვენი ოცნებები...“ - თაკო მელიქიშვილი 16 ივლისის ასტროლოგიურ ენერგიებზე

1784180566
თაკო მელიქიშვილი

16 ივლისი დღე, როცა მნიშვნელოვანია კომფორტის ზონიდან გამოსვლა!

დღის ენერგიები: 7 • 6 • 4.

დღეს შეიძლება სიზარმაცემ შეგიპყროთ და ყველაფრის გადადების სურვილი გაგიჩნდეთ, მოგინდეთ ცოტა ხანს კიდევ დარჩეთ საწოლში, მიირთვათ რაიმე ტკბილი, არსად იჩქაროთ და საკუთარ თავს უთხრათ: „ხვალიდან დავიწყებ“. არ აჰყვეთ ამ განწყობას. რაც უფრო აქტიურად დაიწყებთ დილას, მით მეტად გაიხსნება დღის ენერგია.

იცეკვეთ საყვარელ მუსიკაზე, გააკეთეთ ვარჯიში, მეტი იმოძრავეთ ან დილა საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო სიახლოვით დაიწყეთ. ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა დღეს ენერგიით აგავსებთ.

💄 განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას. გაიკეთეთ ლამაზი ვარცხნილობა, მაკიაჟი, ჩაიცვით ის, რაც თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ თავს. ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს: „დღეს ჩემი საუკეთესო ვერსია ვარ!“.

📸 შემოიტანეთ სილამაზე და შემოქმედება თქვენს დღეში. შესანიშნავი დროა ფოტოსესიისთვის, შემოქმედებითი მასტერკლასებისთვის, ხატვისთვის, ქსოვისთვის, სამკაულების შექმნისთვის, მაკიაჟის, ფოტოგრაფიის ან ნებისმიერი ახალი ჰობის შესასწავლად, რომლის დაწყებაც დიდი ხანია გინდოდათ.

🚀 დაიწყეთ ახალი საქმე. დღეს განსაკუთრებით ხელსაყრელია პირველი ნაბიჯის გადადგმა იმ მიმართულებით, რომელსაც დიდი ხანია აჭიანურებთ. პატარა ნაბიჯმაც კი შეიძლება დიდი ცვლილებების დასაწყისი გახდეს.

📝 ჩაიწერეთ თქვენი სურვილები. აიღეთ ფურცელი და კალამი, დეტალურად ჩამოწერეთ თქვენი ოცნებები და მიზნები. დღეს სურვილების რეალიზაციის ენერგია განსაკუთრებით ძლიერია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ზუსტად იცოდეთ, რისკენ მიიწევთ.

💖 გისურვებთ, რომ ამ დღემ შთაგონება, ახალი იდეები, სურვილების ასრულება და საკუთარი ძალების რწმენა მოგიტანოთ. იყავით ბედნიერები, საყვარელები და იცხოვრეთ სიუხვეში!

ასევე დაგაინტერესებთ:

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის ივლისის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება

„წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ინტუიციური მომენტია...“ - შესაფერისი სურვილები კირჩხიბის ახალმთვარეობისთვის

როგორი ამინდია მოსალოდნელი 16 ივლისს საქართველოში