სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი Astrologia.ge-ი მარსის რიტუალის შესახებ გვიზიარებს ინფორმაციას, რომელიც დღეს, 12 თებერვალს უნდა გააკეთოთ:
„იუპიტერის რიტუალი: „სიუხვის თასი“
რადგან ხუთშაბათია და მთვარე მერწყულშია, ვურჩიოთ ყველას:
აიღეთ ლამაზი ჭიქა, აავსეთ სუფთა წყლით და ჩააგდეთ მასში ყვითელი მონეტა. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ ივსება თქვენი ცხოვრება ბარაქითა და იღბლით.
თქვით: „მე ვარ ღია სამყაროს სიუხვისთვის. იღბალი ჩემს მხარესაა, ბარაქა ჩემს სახლშია“. წყალი დალიეთ (მონეტა ამოიღეთ!), მონეტა საფულეში შეინახეთ როგორც თილისმა.
• რატომ მუშაობს: იუპიტერი მართავს გაფართოებასა და სიუხვეს, მერწყულის მთვარე კი – ინოვაციურ ენერგიას. ეს რიტუალი დაგეხმარებათ მოიზიდოთ ახალი შესაძლებლობები იქ, სადაც აქამდე წინააღმდეგობას ხედავდით“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.