
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც შემოდგომის დღეღამტოლობისთვის მარტივ პრაქტიკას გვიზიარებს:
„დღეს გარეთ აუცილებლად უნდა მოძებნოთ შემოდგომის ფოთოლი, რომელიც კონკრეტულად თქვენთვის მოწყდა ხეს.
უნდა შეიცნოთ, შეიგრძნოთ, რომ სწორედ ის არის თქვენი ჯადოსნური სიმბოლო.
აიღეთ, წააბრძანეთ სახლში, ჩაიფიქრეთ მასზე სურვილი, შეგიძლიათ გაალამაზოთ, დაახატოთ რამე სიმბოლო, ისეთი, რომ თქვენს სურვილს შეესაბამებოდეს, შემდეგ მოათავსეთ ისეთ ადგილას, სადაც თვალი ხშირად ხვდება.
სასურველია, ყოველ დღე დაუთმოთ დრო, ესაუბროთ თქვენს კონკრეტულ ჩანაფიქრზე
სურვილებისა და ოცნებების ფრთაშესხმას გისურვებთ“, - წერს ქეთი ოდიშელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„15 წელია ცხოვრებას უსაზღვროდ მილამაზებს...“ - როგორ ულოცავს თამარ ივერი მეუღლეს დაბადების დღეს