ახალი მთვარე კირჩხიბში ვისზე იმოქმედებს ყველაზე ძლიერად?
კირჩხიბი
ძვირფასო კირჩხიბებო, ეს თქვენი დროა ახალი მთვარე პირდაპირ თქვენს ნიშანშია მოემზადეთ ცვლილებებისთვის. შესაძლოა, გააქტიურდეს უძრავი ქონების, საცხოვრებლისა და ოჯახის საკითხები. ასევე ზედაპირზე ამოვა ურთიერთობებში დაგროვილი თემები, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდით.
სამაგიეროდ, ახლა საუკეთესო დროა ოჯახთან, სახლთან და პირად ბედნიერებასთან დაკავშირებული სურვილების ჩასაფიქრებლად
თხის რქა
თქვენზე ახალი მთვარის გავლენა განსაკუთრებით ძლიერი იქნება ოპოზიცია
ყურადღების ცენტრში პარტნიორობა აღმოჩნდება ან არსებული ურთიერთობა, ან პარტნიორის არარსებობა. ზოგს ყველაფრის დატოვება და წასვლა მოუნდება, ზოგს კი საყვარელი ადამიანის კიდევ უფრო ძლიერად შენარჩუნება. ემოციებზე აყოლით გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.
მორიელი და თევზები
თქვენ კი მეტად გაგიმართლათ
მორიელებისთვის იხსნება სწავლის, მოგზაურობისა და ახალი შესაძლებლობების თემა. ჩაიფიქრეთ განვითარებასა და წინსვლასთან დაკავშირებული სურვილები ახლა მათ ასრულების დიდი ენერგია აქვს
თევზებისთვის აქტიურდება სიყვარული, შემოქმედება და ბავშვების თემა. შესაძლოა, ვიღაც შეხვდეს განსაკუთრებულ ადამიანს, გაიგოს სასიხარულო ამბავი ან საბოლოოდ დაიწყოს დიდი ხნის ოცნების განხორციელება
კურო და ქალწული
კუროებისთვის ახლა საუბრისა და მნიშვნელოვანი შეთანხმებების დროა. აღადგინეთ ურთიერთობა ახლობლებთან, დაგეგმეთ მოკლე მოგზაურობა და გულწრფელად ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ.
ქალწულებისთვის გააქტიურდება მეგობრებისა და გარემოცვის თემა. ახალმა ნაცნობობამ შეიძლება საინტერესო შესაძლებლობები მოიტანოს. ხმამაღლა განაცხადეთ თქვენი მიზნების შესახებ
ვერძი და სასწორი
ვერძებისთვის ყურადღების ცენტრში იქნება სახლი, ოჯახი, მშობლები და საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები. შესაძლოა, ყველაფრის დატოვებისა და გარემოს შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. ნუ იჩქარებთ და ემოციებზე აყოლით ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
სასწორებისთვის ცვლილებები სამსახურსა და კარიერას შეეხება. შეიძლება გაჩნდეს განცდა: „მე იქ არ ვარ, სადაც უნდა ვიყო.“ მოსალოდნელია დაძაბულობა ხელმძღვანელობასთანაც, თუმცა ემოციურ ფონზე სამსახურის დატოვებას ნუ იჩქარებთ
ლომი
თქვენთან აქტიურდება მე-12 სახლი ყველაფერი დაფარული და ის ემოციები, რომლებსაც საკუთარ თავსაც უმალავდით, შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს
შესაძლოა, უმიზეზო დაღლილობა, შფოთვა ან განმარტოების სურვილი იგრძნოთ. ეს ბუნებრივია ახლა მარტო ყოფნა სიზარმაცე კი არა, ენერგიის აღდგენის აუცილებლობაა.
ტყუპები
ფინანსებისა და თვითშეფასების თემა აქტიურდება
შესაძლოა, მოულოდნელად თანხა დახარჯოთ ან, პირიქით, ახალი შემოსავალი მიიღოთ. გულწრფელად ჰკითხეთ საკუთარ თავს: ხომ არ აფასებთ საკუთარ შესაძლებლობებს იმაზე ნაკლებად, ვიდრე იმსახურებთ?
მშვილდოსანი და მერწყული
მშვილდოსნებისთვის შესაძლოა, გააქტიურდეს ვალების, კრედიტებისა და ძველი შიშების თემა. ახლა ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას მოერიდეთ.
მერწყულებს სხეული შეახსენებს, რომ საკუთარ ჯანმრთელობასა და დასვენებას მეტი ყურადღება სჭირდება. სამსახურში კი ის, რაც აქამდე უბრალოდ გაღიზიანებდათ, შესაძლოა უფრო მძაფრად აღიქვათ.
დღეს სურვილებთან დაკავშირებული პრაქტიკები განსაკუთრებით ძლიერად მუშაობს! არ დაგავიწყდეთ სურვილების ჩაფიქრება.