Digest Logo

„ახლა ღმერთი არის შიდა ვიბრაცია - შენ მას გრძნობ სიჩუმეში და არა რიტუალებში...“ - რას წერს ვატო მსხილაძე

1770569485
ვატო მსხილაძე

მეტაფიზიკოსი ვატო მსხილაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად მან „ფეისბუკზე“ მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც „უცნაურ“ შეგრძნებებზე საუბრობს:

„ვფიქრობდი აი, იმ „უცნაურ“ შეგრძნებაზე, რაც ახლა ჰაერში ტრიალებს. თითქოს რაღაც ძალიან ძველი, ძალიან ფუნდამენტური და "მშობლიური" იმტვრევა და ჩამოიტვირთა...

ჩვენი ცივილიზაცია - ქორწინება, რელიგია, სახელმწიფო, ან თუნდაც ის „ქართული სუფრა“ და ტომობრივი ერთობა - იდგა ერთ კონკრეტულ ენერგეტიკულ „ხერხემალზე“ და ეს ხერხემალი ახლა, ჩვენს თვალწინ, ხრაშუნით ტყდება. ამას ეზოტერულ ენაზე „დიდ ენერგეტიკულ განქორწინებას“ ეძახიან...

საქმე იმაშია, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვცხოვრობდით ერთი პრინციპით: "მე შენ მჭირდები, რომ გადავრჩე“.  ეს იყო ეგრეთ წოდებული "წებოვანი ტყვეობა". ერთი მხარე (მოდი, პირობითად "ბავშვი" დავარქვათ) ყვიროდა: "მშია! მცივა! მეშინია! ღმერთო/ქმარო/მთავრობავ, მიშველე!" მეორე მხარე ("მშობელი") პასუხობდა: „კაი, მოგცემ საჭმელს და სითბოს, ოღონდ სანაცვლოდ შენ ჩემი მორჩილი იქნები. დაიცავ ჩემს წესებს და არ გაატრაკებ".

ხო ხვდებით? ეს არ იყო სიყვარული. ეს იყო შიშით დადებული კონტრაქტი. ჩვენ ერთად ვიყავით არა იმიტომ, რომ გვიყვარდა, არამედ იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ვერ ვძლებდით. და აი, აქ იწყება ყველაზე საინტერესო... ახლა ეს კონტრაქტი უქმდება, უფრო სწორად აუქმებენ მაღლიდან )) "წებო" გაშრა და დაიწყო პანიკა. ის "ბავშვი" ისევ ყვირის: "სად არის ჩემი საჭმელი?", "რატომ არ მიცავ?!". მეორე მხარე კი ცივად პასუხობს: "აღარ მაინტერესებს. წადი, მიხედე თავს".
ამას მოაქვს საშინელი ღალატის განცდა. თითქოს სამყარომ მიგვატოვა. თითქოს პარტნიორმა ზურგი გვაქცია. მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ზრდის პროცესი. დააკვირდით თქვენს თავს, ეს ცვლილებები უკვე ფიზიკურ დონეზე იგრძნობა.
მარტივად, "გლეხურ ენაზე" რომ ვთქვათ, აი როგორ იგრძნობა ეს სხვაობა გუშინდელსა და დღევანდელს შორის:
პირველ რიგში, კანი და შეხება. გახსოვთ ის შეგრძნება, "შეხების შიმშილი" რომ გქონდათ? სულ რომ ჩახუტება და სითბო გინდოდათ, კანი თითქოს "ღია" იყო... დაივიწყეთ. დღეს კანი ხდება "ჯავშანი". იწყება ჰიპერ-მგრძნობელობა. ზედმეტი შეხება უკვე გამაღიზიანებელია. სხეული თითქოს გეუბნება: "არ მომეკარო, თუ ჩემიანი არ ხარ".

მერე მოდის კვება. ადრე სუფრა, ოჯახი, ერთად ჭამა სიყვარულის ტოლფასი იყო, ხო? ახლა ჭამა ხდება ინტიმური, ინდივიდუალური პროცესი. გინდა ჭამო მარტო, სიჩუმეში. საჭმელი ხდება საწვავი და არა სოციალური რიტუალი. ამას თავისი ღრმა ენერგეტიკული ახსნა აქვს... უბრალოდ ადამიანი, რომელიც ენერგეტიკულ რეზონანსში არ მოდის მეორესთან, მასთან ჭამა, იგივეა რაც, ჭამის დროს ვინმე ფიზიკურად დაგესხას თავს. მაგნიტური ველი, თიშავს მონელების სისტემას და...

შეიცვალა ღმერთთან დამოკიდებულებაც. თუ ადრე გარბოდი გარე ავტორიტეტთან - ეკლესიაში, გურუსთან, ლიდერთან ყვირილით "მიშველე!", - ახლა გარედან ვერაფერს იღებ. ახლა ღმერთი არის შიდა ვიბრაცია. შენ მას გრძნობ სიჩუმეში და არა რიტუალებში.

და რა თქმა უნდა, ურთიერთობები. "მე შენ - შენ მე", ვალდებულებები, ხელშეკრულებები... ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ახალი წესი არის რეზონანსი. "თუ ვიბრაცია ემთხვევა - ვართ, თუ არა - ნახვამდის". არანაირი ვალდებულება, მხოლოდ ენერგეტიკული თანხვედრა.

და აი აქ მივადექით მთავარ ფოკუსს... ამ ყველაფერს მართავს ერთი ძალიან კონკრეტული არქეტიპი, რომელმაც როლი შეიცვალა. ადრე ეს ენერგია იყო "მწყემსი". ის ზრუნავდა ცხვრებზე, ანაწილებდა საკვებს და იცავდა ფარას. გამგები მიხვდება... დღეს ეს ენერგია გახდა "ყასაბი". ვიცი, სასტიკად ჟღერს, მაგრამ ყასაბი აკეთებს ერთ აუცილებელ საქმეს - ის კლავს იმას, რაც აღარ არის სიცოცხლისუნარიანი.

თუ შენ ის ადამიანი ხარ, ვისაც ეს ენერგია ძლიერად აქვს (ანუ, მიჩვეული ხარ სხვებზე ზრუნვას), ახლა ორმაგი წნეხის ქვეშ იქნები. ხალხი მოვა შენთან ძველი ინერციით, როგორც "მწყემსთან" და გეტყვის: "მიშველე, უშენოდ მოვკვდები!".
შენი ძველი ინსტინქტი იქნება, რომ უთხრა: „კაი, მოდი, მოგივლი, ჩემო პატარავ". არ გააკეთო ეს. ეს შეცდომაა... ახლა შენი როლი არის - "ყასაბი". შენ უნდა გადაჭრა ეს დამოკიდებულება. შენ უნდა უთხრა: "არა. ისწავლე შენით". სხვანაირად, ბავშვი ვერ გაიზრდება ვერასდროს.

ეს არის ყველაზე დიდი სიყვარული, რაც დღეს შეგიძლია ვინმეს მისცე - აიძულო ის, გახდეს დამოუკიდებელი.
იმიტომ, რომ ახალ ეპოქაში უკაცრავად და „უფასო ძუძუები" აღარ იქნება. ყველამ უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მოვლა... და თუ შენ მათ დღეს გამოკვებავ, ხვალ ისინი შიმშილით დაიხოცებიან.

ასე რომ, ნუ შეგეშინდებათ ამ „სისასტიკის“. ეს მათი (და თქვენი) გადარჩენის ერთადერთი გზაა. მოკლედ, დროა გავიზარდოთ, მეგობრებო. დამოუკიდებლობა მტკივნეულია, მაგრამ თავისუფლების გემო...“, - წერს ვატო მსხილაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ლილი სწორად ფიქრობს?“ - ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნოე სულაბერიძე მესამე შვილს ელოდებიან

მესხიშვილის თეატრის მოქმედი მსახიობი ლამარა ვაშაკიძე 93 წლის გახდა

🎥 „ნაწლავის კიბოს პრევენციისთვის სწორ კვებასთან ერთად ამ სახის სასმელების გამორიცხვაც მოგიწევთ“ - სანდრო ჯიბლაძის რჩევები