
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, თუმცა ამ დღის ენერგია საკმაოდ მძიმე და დაძაბული იქნება. ეცადეთ თავი აარიდოთ პროვოკაციებს და კონფლიქტურ სიტუაციებს“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი
აქტიური ენერგია გაქვთ, თუმცა ეცადეთ ეს ენერგია სწორი მიმართულებით მიმართოთ. არ არის სასურველი ახალი საქმის დაწყება, უმჯობესია დაასრულოთ ძველი საქმეები.
კურო
დღეს მოგეცემათ საშუალება იპოვოთ ის სიმშვიდე, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ეძებდით. არ არის სასურველი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა და საყიდლებზე წასვლა.
ტყუპები
დღეს შესაძლოა გაგიჭირდეთ კომუნიკაცია, არის იმის ალბათობა რომ ვერ გაიგონ თქვენი სიტყვები სწორად. აკონტროლეთ ვის რას ეუბნებით.
კირჩხიბი
ახალი აღმოჩენების დღეა, კარგი იქნება განმარტოვდეთ საკუთარ თავთან.
ლომი
ზოგჯერ ზედმეტი მოლოდინი გაქვთ სხვებისგან, ამიტომ ეცადეთ კონცეტრირდეთ იმაზე რისი გაკონტროლებაც შეგიძლიათ.
ქალწული
შეიძლება გქონდეთ არეულობა და ქაოტური მდგომარეობა, ეცადეთ დაისვენოთ და აღიდიგინოთ ენერგია.
სასწორი
მნიშვნელოვანი დღეა, შეიძლება გადამწყვეტი დღეც კი იყოს. კარგი იქნება გამოიყენეოთ ეს დღე პატიებისთვის, ან შენდობისთვის. ეცადეთ გაუშვათ წყენები და თქვენ ცხოვრებაში შემოიტანოთ მეტი ჰარმონია.
მორიელი
საინტერესოა დღეა, გექნებათ ახალი შესაძლებლობები, მარტივად შეძლებთ გადადგათ ახალი ნაბიჯები. თუმცა ამ დღეს არ არის სასურველი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, რადგან შეიძლება იმედები გაგიცრუვდეს.
მშვილდოსანი
ნაკლები აქტიურობა და მეტი დაკვირვებულობა მოგიტანთ შედეგს, ეცადეთ დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები და არ გადადგათ ახალი ნაბიჯები, ნებისმიერი რისკი შეიძლება არ იყოს წარმატებული.
თხის რქა
ნაყოფიერი დღეა, გამოგიჩნდებათ ბევრი შესაძლებლობები, თუმცა არ დაივიწყოთ რომ დასვენება გჭირდებათ. კარგი იქნება დაგეგმოთ ეს დღე წინასწარ.
მერწყული
ეს დღე არ იქნება სტაბილური, შეიძლება გეგმები შეგეცვალოთ, ამიტომ კარგი იქნება მოერგოთ ახალი დღის წესრიგსს.
თევზები
საინტერესო დღე გელოდებათ, ენდეთ ინტუიციას და მიაქციეთ ყურადღება სიზმრებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით