Digest Logo

„ამ სამი საათის მონაკვეთში ნუ შეჭამთ საკვებს და ნუ დალევთ წყალს და ნურაფერს...“ - მიხეილ ცაგარელი მთვარის დაბნელებასა და სავსემთვარეობაზე

1683219245
მიხეილ ცაგარელი

5 მაისს მთვარის დაბნელებაა მორიელის ნიშანში, ამას ემთხვევა სავსემთვარობაც, რამაც ადამიანებზე შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას აძლევს და გამომწერებს სოციალური ქსელით აფრთხილებს.

„ჩემო მეგობრებო შეგახსენებთ, რომ 5 მაისს მთვარის დაბნელება და სავსემთვარეობაა!…

დაბნელების პიკი 19:50-იდან 23 :50 საათის მონაკვეთშია. გირჩევთ ამ სამი საათის მონაკვეთში ნუ შეჭამთ საკვებს და ნუ დალევთ წყალს და ნურაფერს. „ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია!“. დაბნელება მოხდება მორიელის ნიშანში, რაც თავისთავად ართულებს მოცემულობას და მეტი სიფრთხილის გამოჩენა მოგვიწევს. ამიტომ,
დღე გაატარეთ შეძლებისდაგვარად სახლში, სიმყუდროვეში, პოზიტიური განწყობით, ძალიან კარგია ლოცვის წარმოთქმა გულმხურვალედ, მთელი არსებით, სიყვარულით მადლიერება გაუგზავნეთ უფალს ყ ვ ე ლ ა ფ რ ი ს ა თ ვ ი ს.

სიყვარულით აივსეთ და გაუგზავნეთ ყველას უდიდესი ღვთიური სიყვარული, ყველას გულწრფელად უსურვეთ სიხარული და ბედნიერება, სიკეთე, სილაღე, თავისუფლება და გაცნობიერებულობა…

ნაკურთხი წყალი მიირთვით მთელმა ოჯახმა. ზედმეტი ნივთები მოიშორეთ, მათ ადგილზე სინათლის, სიკეთის , ჯანმრთელობის, სიყვარულის, ხვავისა და ბარაქის ენერგიები შემოვა.

ნუ დატოვებთ ღამით სარეცხს გარეთ (ისედაც არ ვარგა და განსაკუთრებით დაბნელებების ღამეებში).
არ ვარგა ძილი დაბნელების პიკის პერიოდში (საათები ზევით დავწერე). ამ დღეს და შემდეგ დღეებში 16 მაისამდე არ ვარგა ახალი საქმის დაწყება!!!

ძალიან კარგია მსუბუქად კვება - განტვირთვის დღეების მოწყობა! ეს აგარიდებთ სავარაუდო პრობლემებს ახლო მომავალში.

იქნება მოჭარბებული ემოციური ნეგატიური ფონი, ეცადეთ მშვიდად გააკონტროლოთ და გაერიდეთ ყოველგვარ კამათს, უკმაყოფილებას, გ ა ნ ს ჯ ა ს, წუწუნს…

ჩართეთ საყვარელი მუსიკა, ფილმი, წაიკითხეთ საყვარელი წიგნი. სიმშვიდეში გაატარეთ ეს დღეები.
გაიაზრეთ რა ფასეულობების გადაფასება გინდათ, რისი დასრულება და დამთავრება. ჩამოწერეთ თქვენი გეგმები ფურცელზე და 16 მაისიდან ამ გეგმით იხელმძღვანელეთ.

ასევე ფურცელზე ჩამოწერეთ და დააფიქსირეთ რა მავნე ჩვევებისგან და მიჯაჭვულობებისგან გინდათ თავის დაღწევა.

გისურვებთ სულიერ სიმშვიდეს, სიყვარულსა და სულის სიმრთელეს, გამრავლებასა და ბარაქას…“, - წერს მიხეილ ცაგარელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველაფერს ვუყვები დედას, როდესაც რამეს ვაშავებ არც მაგას ვმალავ...“ - რას ამბობს მარიკა ბაკურაძის შვილი

🎥 როგორ დაიკლო იაკო ჭალაგანიძემ 73 კილო - „9 თვის მანძილზე იმდენად მოტივირებული ვიყავი დაკლებაზე, რომ არც ერთხელ არ დამირღვევია“

🎥 „სილამაზის სტანდარტები არ არსებობს, წონა ვერასდროს განსაზღვრავს მიმზიდველობას“ - ნანუკა ჟორჟოლიანი