Digest Logo

„ამერიკა უდიდეს დარტყმას მიაყენებს მტრებს, დაარტყამს ირანს, მსოფლიო ხმასაც ვერ ამოიღებს და აღსრულდება წინასწარმეტყველება - მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია!“ - რას წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია

1750604964
ლელა კაკულია

ლელა კაკულია ყველა დროის, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ქართველი წინასწარმეტყველია, რომლის წინასწარმეტყველებები რეალობად არაერთხელ ქცეულა.

სოციალურ ქსელში არსებობს ლელა კაკულიას ოფიციალური გვერდი, სადაც პერიოდულად ქვეყნდება მისი წინასწარმეტყველებები.

ამჯერად კი ჩანაწერიდან ამონარიდი გავრცელდა, სადაც ლელა კაკულია მესამე მსოფლიო ომს წინასწარმეტყველებდა:

„თეირანი დარწმუნებულია, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება!
 დონალდ ტრამპმა წუხელ პირადად დაამტკიცა ირანზე თავდასხმის გეგმები, თუმცა შესრულების ბრძანება ჯერ არ გაუცია. ჯერ!!!

გაინტერესებთ, დაარტყამს თუ არა აშშ ირანს? დეტალური პასუხები იხილეთ აქ — ლელა კაკულიას ადრინდელ წინასწარმეტყველებებში (მხოლოდ მცირე ნაწილს გთავაზობთ), რომლებიც მანამდე საავტორო გაზეთშიცაა გამოქვეყნებული და წიგნებშიც „ახალი სიტყვა“ (ქართულ, ინგლისურ და რუსულ გამოცემებში).

2006 წელი, 2 იანვარი

ირანი უტოლდება ამერიკას... ფიქრობს, რომ საკმაოდ ძლიერია, რათა შეებრძოლოს მსოფლიოს. ფრთხილად! მაგრამ მუსლიმებმა სიფრთხილე დაკარგეს. დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკა არ დაარტყამს ირანს. ირანი ცდება!
 2006 წელი, 23 აპრილი

ამერიკა ირანს არ დაუთმობს არც ერთ შემთხვევაში, ვხედავ. ირანზე თავდასხმის გეგმა უკვე შემუშავებულია.

2007 წელი, 22 ოქტომბერი

ამერიკისა და ირანის ურთიერთობა არ განიმუხტება — არ სურს ირანს დათმობა. ირანი სარგებლობს რუსეთ-ამერიკის დაძაბული ურთიერთობით და უკან არ იხევს — გამძვინვარებულ ლომს დაღებულ ხახაში უყოფს თავს. ამერიკა რას იზამს? ასი პროცენტით დაარტყამს ირანს, რომელიც იმედოვნებდა, რომ ამერიკას არ სცალია მათთვის. ეს იციან ამერიკელებმა და ვხედავ, მათ მოქმედების სულ სხვა გეგმები აქვთ, რომელიც გამარჯვებას მოუტანთ.

2007 წელი, 25 ოქტომბერი

დაძაბულობა ამერიკასა და ირანს შორის კულმინაციას მიაღწევს. ამერიკა დაარტყამს ირანს ასი პროცენტით. აი ნახავთ!

2008 წელი, 27 იანვარი

ირანი ისევ განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნას, რუსეთი კი ვითომ ნეიტრალიტეტს იკავებს. ამ დროს რთულ ინფლაციაში მყოფი ამერიკა უდიდეს დარტყმას მიაყენებს მტრებს, ესე იგი, დაარტყამს ირანს — არც დაფიქრდება ამერიკის პრეზიდენტი. მსოფლიო ხმასაც ვერ ამოიღებს და აღსრულდება წინასწარმეტყველება — მესამე მსოფლიო ომი გარდაუვალია!

2008 წელი, 10 მარტი.

ვხედავ, ირანი ისევ გამოაჩენს ბრჭყალებს. ეს დიდი პოლიტიკური შეცდომაა. ამერიკაც ამას ელოდება, რათა ჰქონდეს საბაბი, გაამართლოს საკუთარი ქმედებები. ვხედავ, თავიდან იწყებენ გარჩევებს. ამერიკა ისევ ადანაშაულებს ირანს ატომთან დაკავშირებით და ბოლოს ყოველივ იმით მთავრდება, ვხედავ, რომ ამერიკა დაბომბავს ირანს. წერტილოვან იერიშს განახორციელებენ, ბომბავენ იმ ადგილს, სადაც ეგულებათ ის ლაბორატორიები, რომლებიც ირანის მთავრობის განცხადებით, თითქოს არ არსებობს.

2008 წელი, 8 მაისი

ვხედავ ომებს და ისევ ომებს. ის, რაც ირანიდან მოდის, უნდა შეაჩერონ თუნდაც ომის ფასად, რაც ამერიკას გადაწყვეტილიც აქვს. ამერიკა, ვიმეორებ, მაინც დაარტყამს ირანს, იძულებული გახდება.

2008 წელი, 23 ივნისი

აღმოსავლეთი იძაბება. ირანი უკან არ იხევს. მათ თავხედობას არ აქვს საზღვარი. მაგრამ არც ამერიკა იხევს უკან და ასი პროცენტით დაარტყამს ირანს! ყველაფერი წინასწარ არის დაგეგმილი.

2010 წელი, 22 სექტემბერი

ამერიკის პრეზიდენტი განსაკუთრებით ირანს უპირისპირდება. იგი მომავალში აუცილებლად დაარტყამს ირანს. ურანის გამდიდრების სურვილი კი სურვილად დარჩება ირანისთვის.

2010 წელი, 1 დეკემბერი

ამერიკა მომავალში ძალზე უხეშ პოლიტიკას გაატარებს ირანის მიმართ და ერთ დღესაც, ვხედავ, დაბომბავს იმ ადგილებს, სადაც ურანს ამდიდრებენ.
ამერიკას დიდი ხანია შემუშავებული აქვს გეგმა, თუ როგორ დაარტყამს ირანის იმ წერტილებს, სადაც ქარხნები აქვთ განლაგებული. ეს წერტილოვანი დარტყმებია —ხალიჩას ჰგავს.

2011 წელი, 15 სექტემბერი

ამერიკას ომი ურჩევნია ირანთან, ვიდრე უფლება მისცეს მას ურანის გამდიდრებისა. იციან, რაც მოჰყვება ამას. ამიტომ, ვხედავ, ირანი ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, ვინაიდან ამერიკა აღარც დაფიქრდება და ერთ დილას დაბომბავს ირანს.
თუმცა ყველა ფიქრობს, რომ ამერიკა მაინც ცივილიზებური გზებით მიაღწევს მოლაპარაკებებს ირანთან, მაგრამ არ დაიჯეროთ. ვხედავ, რომ აუცილებლად დაარტყამს ირანს. დაიჯერეთ! ამერიკა თავის გეგმებს ნელ-ნელა ახორციელებს.

2011 წელი, 27 ივლისი

ამერიკა მაინც დაარტყამს ირანს. მუსლიმებს დიდი ამბიციები იპყრობთ. ის შეიარაღება, რაც მათ გააჩნიათ, თვალებსა და გონებას უბრმავებთ. ისინი დიდ შეცდომებს უშვებენ, ვინაიდან მოწინააღმდეგის სიძლიერეს არ აღიარებენ! ამიტომაც წააგებენ.

2012 წელი, 10 იანვარი

ირანის მთავრობა დიდ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს ერთმანეთზე მიყოლებით, რაც დაარწმუნებს ნატოს ქვეყნებს, რომ აუცილებელია, დაარტყან ირანს და ატომური თუ სხვა რაკეტები და იარაღი აუფეთქონ. მოკლედ, გაანადგურონ და თან მიაყოლონ ირანის მთავრობაც. მოკლედ, ურანის გამდიდრება — ეს საბედისწერო შეცდომაა ირანისთვის. ამ ომს ირანი სასტიკად წააგებს.

2012 წელი, 20 აგვისტო

ამერიკა ირანს არაფერს დაუთმობს. პირიქით, იგი საომრადაა მზად და დაარტყამს კიდეც ირანს. ვითომ იმ ქარხნებს დაბომბავს, სადაც ურანს ამდიდრებენ, მაგრამ სხვა ადგილებიც იბომბება, ვხედავ. მოკლედ ქვას ქვაზე არ დატოვებს.

2021 წელი 9 თებერვალი

რაც შეეხება ირანს, ის თავშიც თამაშობდა, ახლაც თამაშობს და მომავალშიც ითამაშებს. ირანი ბირთვული იარაღის წარმოებას განაგრძობს და ამის შეწყვეტა შეუძლია მხოლოდ ამერიკას, რომელიც ჰუმანური პოლიტიკის გატარებას სულაც არ ფიქრობს — პირდაპირ დაარტყამს ირანს. ამაში ჩაერთვება ისრაელიც და ეს ყოველივე დამთავრდება ამერიკული პოლიტიკის გამარჯვებით.

ვხედავ, როგორ ნადგურდება ირანის „ბირთვული პროგრამა“, მთლიანად წაიშლება. ვხედავ, ირანი ურთულეს პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩავარდება, ამერიკა კი გამარჯვების დროშას აფრიალებს“, - წინასწარმეტყველებდა  ლელა კაკულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დედის ასლია ეს გოგო, ძალიან ჰგავს“ - შორენა ბეგაშვილი ქალიშვილის ფოტოებს გვიზიარებს

„დახვეწილი, სადა და ლამაზი“ - ალექსანდრა პაიჭაძის ახალმა ფოტოებმა დიდი გამოხმაურება დაიმსახურა

🎥 „მშვენივრად გამოიყურები, ასაკი არასდროს გეტყობა“ - კრისტი ყიფშიძე ახალ ვიდეოს ავრცელებს