Digest Logo

„ანალიტიკური გონება და ზუსტი, დეტალური კომუნიკაცია...“ - მერკურის მახასიათებლები მიწის სტიქიებში

1763962179
მერკური მიწის სტიქიებში

სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones ახალ ასტროლოგიური პოსტს აქვეყნებს, სადაც თემაზე „მერკური მიწის სტიქიებში“ წერს:

„მერკური მიწის სტიქიებში: კურო • ქალწული • თხის რქა

მერკური მიწაში აზროვნებასა და კომუნიკაციას მშვიდს, რეალისტურსა და პრაქტიკულს ხდის.ეს ადამიანები სამყაროს მატერიალური რეალობით, დეტალებითა და სტრუქტურით აღიქვამენ. მათთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობა, სიზუსტე, და შედეგი, რომელიც ხელით შეხებადია.

მიწის მერკური ლაპარაკობს მკაფიოდ, დაფიქრებულად და საფუძვლიანად — ისინი სიტყვებით აშენებენ, აყალიბებენ არგუმენტებსა და ამყარებენ ნდობას. აქვთ პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება კომუნიკაციის მიმართ.

მერკური კუროში — მშვიდი გონება და სტაბილური, სასიამოვნო კომუნიკაცია.

როგორ ფიქრობს:

– ფიქრის ტემპი ნელი, მაგრამ ძალიან საფუძვლიანი აქვს.
– გადაწყვეტილებებს იღებს რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით.
– უყვარს მარტივი, პრაქტიკული და კომფორტული იდეები.
– დიდხანს ინახავს ინფორმაციას — შესანიშნავი მეხსიერება აქვს.
  როგორ ლაპარაკობს:
– მშვიდად, თანმიმდევრულად და რბილად.
– სიტყვებს არჩევს — არ უყვარს უსაფუძვლო საუბარი.
– ხმაში ხშირად იგრძნობა სითბო და სტაბილურობა.
– ვერ იტანს ზეწოლას და სწრაფ ცვლილებებს საუბრებში.

ძირითადი ენერგია: სტაბილურობა, მოთმინება, პრაქტიკულობა.

მერკური ქალწულში — ანალიტიკური გონება და ზუსტი, დეტალური კომუნიკაცია.

როგორ ფიქრობს:

– აზროვნებს მკაფიოდ, ლოგიკურად, სისტემურად.
– დეტალებს ხედავს იმ წამსვე — სხვა ვერაფერს მოიფიქრებს, რასაც ის ვერ შეამჩნევს.
– უყვარს წესრიგი, სტრუქტურა და პრობლემების გამოსწორება.
– მუდმივი თვითგანვითარებისკენაა მიმართული.
  როგორ ლაპარაკობს:
– ზუსტად, კონკრეტულად და მკაფიოდ.
– ახასიათებს პრაქტიკული რჩევები და უშუალო ანალიზი.
– ემოციაზე მეტად ფაქტებზე ლაპარაკობს — თქმული უნდა იყოს „სწორი“.
– შეიძლება ცოტა კრიტიკულად ჟღერდეს, მაგრამ მიზანი ყოველთვის გაუმჯობესებაა.

ძირითადი ენერგია: სიზუსტე, ანალიზი, მომსახურება.

მერკური თხის რქაში — სტრატეგიული გონება და სერიოზული, პასუხისმგებლობიანი კომუნიკაცია.

როგორ ფიქრობს:

– ნაბიჯ-ნაბიჯ, გრძელვადიან პერსპექტივაში.
– ფიქრი ეფუძნება მიზნებს, ამბიციასა და რეალობას.
– იღებს სერიოზულ, გააზრებულ გადაწყვეტილებებს.
– ყურადღებას აქცევს პასუხისმგებლობას, სტრუქტურას და მიღებულ სარგებელს.

როგორ ლაპარაკობს:

– შრომისმოყვარეობით, სიმყარით და ავტორიტეტით.
– საუბარი ხშირად მოკლეა, მაგრამ ძლიერად მოქმედებს.
– უყვარს წესრიგი და პირდაპირობა — ზედმეტ ემოციას ერიდება.
– კარგად ახერხებს ხელმძღვანელობას სიტყვებით.

ძირითადი ენერგია: სტრუქტურა, სერიოზულობა, მიზანდასახულობა.

მერკური მიწაში:

სტაბილურობა • პრაქტიკული აზროვნება • რეალიზმი • თანმიმდევრობა • სტრუქტურა • სანდო კომუნიკაცია
მადლობა ყველას, ვინც ფიზიკურად თუ ონლაინ მოგვცა საშუალება ამ პოსტის შექმნის“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕24 ნოემბრის მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕სამების საკათედრო ტაძარში რიგით 72-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

🎥 „ჩემთვის განსაკუთრებული განცდაა, როდესაც ამ წმინდანებს ხატებზე ვხედავ - წმინდანებს, რომლებთან ერთადაც მიცხოვრია, მისაუბრია“ - ლიმასოლის მიტროპოლიტი