
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა და ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ ამ კვირის დასაგეგმად. გაითვალისწინეთ დღეს არ არის სასურველი გაბრაზება, ან ცუდ ხასიათზე ყოფნა“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, 28 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
♈ ვერძი
თქვენთვის ეს დღე წარმატებული იქნება, შეგიძლიათ გადადგათ თამამი ნაბიჯები.
♉ კურო
ეცადეთ არ იჩქაროთ და მოითმინოთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყველაფერი გამოგივათ. არ არის სასურველი ქონებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.
♊ ტყუპები
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება სიმშვიდის შენარჩუნება, ეცადეთ არ აჰყვეთ სხვის კრიტიკას.
♋ კირჩხიბი
დატვირთული დღე გელოდებათ, ეცადეთ ყველაფერს ყურადღება მიაქციოთ. არ ენდოთ ახალ გაცნობილ ადამიანებს.
♌ ლომი
ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოკიდებთ უმჯობესია დამოუკიდებლად შეასრულოთ. არ არის სასურველი გასცეთ დაპირებები.
♏ ქალწული
არ არის სასურველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე რათა შეცდომები თავიდან აირიდოთ.
♎ სასწორი
საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, შეიძლება კარიერული კუთხით მიიღოთ შეთავაზება. არ იჩქაროთ ნაბიჯების გადადგმა კარგად დაფიქრდით და ისე იმოქმედეთ.
♏ მორიელი
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი იქნება თქვენთვის. საქმიანი შეხვედრები უმჯობესია არაფორმალურ გარემოში დაგეგმოთ. დღის მეორე ნახევარში თქვენი ემოციური ფონი გაძლიერდება. ეცადეთ მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ, დღის პირველი ნახევარში დაგეგმოთ.
♐ მშვილდოსანი
წარმატებული დღეა თამამად იმოქმედეთ. შეიძლება გქონდეთ წინსვლა კარიერაში, ან სამსახური შეიცვალოთ. ეცადეთ შესაძლებლობები, რომელსაც ეს დღე მოგცემთ გამოიყენოთ.
♑ თხის რქა
დატვირთული დღეა, დღის პირველი ნახევარი უფრო მეტ სარგებელს მოგიტანთ. უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ დღის პირველ ნახევარში შეასრულოთ.
♒ მერწყული
აქტიური დღე გელოდებათ, ეცადეთ ეს დღე კარგად დაგეგმოთ.
♓ თევზები
ეცადეთ არ იჩქაროთ განსაკუთრებით კი დილით, რადგან არის ალბათობა რომ გარკვეულმა პრობლემებმა იჩნოს თავი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში? - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
⭕პარლამენტში დღეს დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართება