Digest Logo

🎥 „არ გარისკოთ და სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან...“ - 26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1740548625
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, რაც გაძლევთ შესაძლებლობას დაასრულოთ, ბოლომდე მიიყვანოთ ნებისმიერი საქმე, რაც ადრე გაქვთ დაწყებული“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - საკმაოდ აქტიური დღეა, ახალი საქმეების დაწყება შეგიძლიათ, თუ ძველი დასრულებული გაქვთ. მოსალოდნელია მცირედი კონფლიქტები. ნუ იქნებით იმპულსურები.

კურო - გინდათ ყველაფერი ერთდროულად გადაწყვიტოთ, თუმცა არ უნდა იჩქაროთ. დინჯად და მშვიდად მიჰყევით გარემოებას. ყურადღება დაუთმეთ ოჯახს.

ტყუპები - აქტიურები და ენერგიულები იქნებით, კარგი დღეა რაიმე ახლის შესასწავლად. თუ რაიმე სიახლის შეტანა გსურთ თქვენს ცხოვრებაში დღევანდელი დღე უნდა გამოიყენოთ.

კირჩხიბი - ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან შეგიძლიათ კარიერულად წინ წახვიდეთ, განვითარდეთ და ახალი მწვერვალი დაიპყროთ. შეეცადეთ იყოთ მშვიდები.

ლომი - ბევრი საქმე გექნებათ, არ დაკარგოთ კონცენტრაცია და დრო სწორად გადაანაწილოთ. არ არის სასურველი მნიშვნელოვანი შენაძენების განხორციელება.

ქალწული - შეეცადეთ არ აიღოთ ისეთი ვალდებულება, რომლის შესრულებაც გაგიჭირდებათ. ნუ გარისკავთ, რადგან ემოციური დისბალანსი შეგექმნებათ. 

სასწორი - მშვიდი და ჰარმონიული დღე გელოდებათ. კარგია თუ დროს იმ ადამიანებთან გაატარებთ, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. იყავით თბილები და მშვიდები. 

მორიელი - იქნება დაძაბული დღე, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, არ გარისკოთ და სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსებთან. გელოდებათ კონფლიქტი კოლეგებთან. იყავით მშვიდები, მოითმინეთ. 

მშვილდოსანი - მარტივი იქნება თქვენთვის კომუნიკაცია, მოახერხებთ შთაბეჭდილების მოხდენას. გაიცნობთ ახალ ადამიანებს.

თხის რქა - საკმაოდ წარმატებული დღე იქნება, თქვენი შრომა დაფასდება. არ გადაიტვირთოთ და დრო საკუთარი თავისთვისაც დაიტოვეთ. 

მერწყული - გექნებათ ახალი იდეები, რის განსახორციელებლადაც შეგიძლიათ გარკვეული ნაბიჯები გადადგათ, მთავარია თავად მოინდომოთ და უკან არ დაიხიოთ. 

თევზები - ნუ შეშინდებით. ცვლილებები თქვენს სასიკეთოდ იქნება. იყავით მიმღები და ადეკვატური.

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„რა გოგო ხარ, საოცრება“ - გურამ ლომიძის რჩეული ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „უსიმპათიურესი, უმაგრესი“ - გიორგი გასვიანი ახალ ვიდეოს გვიზიარებს

🎥 რუსკა ქარქაშაძე ქმართან ერთად ესპანეთში მოგზაურობს - რა კადრებს აქვეყნებს მსახიობი