საქმიანობის, ენერგიისა და აგრესიის მმართველი პლანეტის – მარსის 5 ივლისამდე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, ბრძოლისუნარიანობას, ლიდერობისკენ სწრაფვას და კომუნიკაბელურობას, მეორეს მხრივ, სულსწრაფობას, ეგოიზმსა და აგრესიას გააძლიერებს.
ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.
არ ღირს ზედმეტი ლაპარაკი, უმჯობესია მოუსმინოთ გარშემომყოფებს და გაითვალისწინოთ მათი რჩევები.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ავეჯის და ანტიკვარული ნივთების შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს გარიგებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას. არ ღირს სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარება, თუმცა კარგი დღეა თირკმელების სამკურნალოდ.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს და ქალწულს.