ასტროლოგების თქმით, თებერვალი ახალი ურთიერთობების დასაწყებად, სიყვარულში გამოტყდომისა და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლისთვის შესანიშნავი პერიოდია. თუმცა, მომდევნო თვის განმავლობაში ზოდიაქოს ამ სამ ნიშანს განსაკუთრებით გაუმართლებს, შეძლებენ, ნამდვილ სიყვარულს შეხვდნენ და სასიამოვნო თავგადასავალში გადაეშვან:
თევზები
თითქმის მთელი თებერვლის განმავლობაში სიყვარულის პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში იქნება და საოცარ ენერგიას შეგძენთ. ჰარმონიულობისა და სიმშვიდის შეგრძნება გექნებათ და მიხვდებით, რომ ბევრი რამ, რაზედაც ადრე ნერვიულობდით, არც ისე მნიშვნელოვანი იყო. თებერვალში სასიამოვნო სასიყვარულო თავგადასავალი გელით. შესაძლოა, მოულოდნელად იმ ადამიანისაგან იგრძნოთ ყურადღება, რომელსაც დიდი ხანია იცნობთ, მაგრამ ნაცნობობის გარდა არაფერი გაკავშირებდათ. ასევე, ასტროლოგების თქმით, გაქვთ ყველა შანსი, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ბევრ დადებით ემოციას შემოიტანს. გარდა ამისა, მომდევნო თვეში შესაძლოა, წარსულთან დაბრუნების ალტერნატივა გაგიჩნდეთ. კერძოდ, ყოფილმა შეყვარებულმა, პარტნიორმა ისევ მოგწეროთ და დილემის წინაშე დაგაყენოთ. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, მაგრამ ნებისმიერი შემთხვევაში, თებერვალი ბევრი თქვენგანისთვის ცვლილებებისა და განახლების თვე იქნება.
მშვილდოსანი
თებერვალში ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები შემოქმედებითი ენერგიის მოზღვავებას იგრძნობენ და სიმშვიდის შეგრძნება გაუჩნდებათ. თქვენს ცხოვრებაში ყველა ის დღე, როდესაც სიყვარულისა და ურთიერთობებისაგან იმედგაცრუებული დარჩით, ნელ-ნელა ბედნიერი მომენტებით შეიცვლება და შესაძლოა, ამ ცვლილების დასაწყისი სწორედ თებერვალში იყოს. ასტროლოგების თქმით, შეხვდებით ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. მასთან არა მხოლოდ რომანტიკული ურთიერთობა გელით, არამედ მეგობრობისა და მხარდაჭერის თვალსაზრისითაც გაამართლებს. ამავე თვეში საკუთარ თავში ტრანსფორმაციასაც აღმოაჩენთ. თქვენი აქტიური ბუნება მშვიდი და ჰაეროვანი გახდება და სასიამოვნო განცდა გაგიჩნდებათ.
ვერძი
თუკი სიყვარულისა და რომანტიკის საკითხებს სკეპტიკურად უყურებთ, შესაძლოა, თებერვალში აზრი რადიკალურად შეგეცვალოთ და ისეთ პოზიციაში აღმოჩნდეთ, რომელსაც ვერ წარმოიდგენდით. ასტროლოგების თქმით, ვერძის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები შესაძლოა, ნამდვილ სიყვარულს შეხვდნენ, როცა დარწმუნდებიან, რომ ეს გრძნობა აუცილებლად სჭირდებათ და მათ ცხოვრებაში დადებით ემოციებს იწვევს. თებერვლის თვეში მაგნიტივით მიიზიდავთ სწორ ადამიანებს, 20 თებერვლიდან კი პლანეტა ვენერა თქვენს ნიშანში გადავა და ბედნიერების განცდას მოგანიჭებთ.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🎥 „ჩემთვის ბერძენიშვილი დორბლიანი მოღალატეა, განათლებული ერის მოღალატე“ - გივი სიხარულიძე
🔵„მე ვაყალიბებ ჩემი ცხოვრების გზას, რომ ვიყო საკუთარი თავის „ბოსი“ - რას წერს თამთა გოდუაძე
წყარო: www.beaumonde.ge