Digest Logo

„აზრების სწრაფი ცვლა, განწყობის მერყეობა და მოუსვენრობა“ - ასტროლოგი 28 ოქტომბრის მთავარ ტენდენციებზე

1793174397
28 ოქტომბერი

28 ოქტომბერი მოულოდნელი შემობრუნებების, ახალი იდეებისა და უეცრად აღმოჩენილი შესაძლებლობების დღეა. ტყუპების ნიშანში მთვარისა და რეტროგრადული ურანის შეერთება დღის ტემპს საგრძნობლად აჩქარებს და გვიბიძგებს, ჩვეული აზროვნების ჩარჩოებს გავცდეთ.

მოსალოდნელია აზრების სწრაფი ცვლა, განწყობის მერყეობა და მოუსვენრობა, თუმცა, ამავდროულად, იზრდება ორიგინალური იდეების გაჩენისა და არსებული პრობლემების ახლებურად გადაჭრის ალბათობა. მოულოდნელმა ახალმა ამბებმა თუ შეცვლილმა გეგმებმა შესაძლოა, დღის განრიგის სასწრაფო კორექტირება მოითხოვოს.

ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქნილობის შენარჩუნება და მოვლენებისადმი მშვიდი დამოკიდებულება. ნუ დაგეგმავთ დღეს ზედმეტად მკაცრად, რათა ცვლილებებმა წონასწორობა არ დაგაკარგვინოთ. ზოგჯერ ერთი უეცარი ამბავიც კი საკმარისია სრულიად ახალი და პერსპექტიული მიმართულების დასანახად.

მთვარისა და ურანის შეერთება ჰარმონიულ კონფიგურაციაში, კერძოდ „იალქანში“ ერთიანდება, ნეპტუნის, სელენასა და პლუტონის მხარდაჭერით. ეს ასტროლოგიური კომბინაცია საგრძნობლად აძლიერებს ინტუიციას, გამჭრიახობასა და მოვლენებს შორის ფარული კავშირების დანახვის უნარს. შემთხვევით მოსმენილმა ინფორმაციამ ან უბრალო საუბარმა შესაძლოა ზუსტად ისეთი იდეა მოგაწოდოთ, რომელიც რთული პრობლემის მარტივად გადაჭრის გზას გვაპოვნინებს.

ეს დღე განსაკუთრებით ნაყოფიერია ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კვლევებისთვის, საინტერესო ინფორმაციის მოძიებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ ტყუპების მმართველი მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია, რის გამოც მოულოდნელმა ინფორმაციამ შესაძლოა წარსულში დაგვაბრუნოს. ეს დაგვეხმარება ძველი საკითხების ახლებურად გააზრებაში, მივიწყებულ იდეებთან მიბრუნებასა და იმ დეტალების აღმოჩენაში, რომლებიც ადრე გამოგვრჩა. დღის მეორე ნახევარში მთვარე და ურანი სატურნთან ჰარმონიულ ასპექტს ჩამოაყალიბებენ, რაც დღის დინამიკაში მეტ ორგანიზებულობას, პრაქტიკულ აზროვნებასა და სტაბილურობას შემოიტანს.

ახალი იდეების მოფიქრებასთან ერთად, ბევრად გაგვიადვილდება იმის განსაზღვრაც, თუ როგორ შეიძლება მათი პრაქტიკული რეალიზება. ეს მონაკვეთი ხელსაყრელია გეგმების დაზუსტებისთვის, კონკრეტული გადაწყვეტილებების მისაღებად და შეცდომების გამოსასწორებლად. სატურნი გვახსენებს, რომ სასურველი შედეგი პრიორიტეტების სწორად განსაზღვრასა და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას მოაქვს.

28 ოქტომბრის მთავარი გზავნილია, რომ არ შეგეშინდეთ ცვლილებების. იყავით მოქნილები, ყურადღებით მოუსმინეთ ახალ იდეებს და საინტერესო შესაძლებლობები რეალისტურ გეგმებად აქციეთ. მოქნილი ტოტი ძლიერ ქარშიც არ ტყდება. დღევანდელი მოქნილობა დაგვეხმარება, მოულოდნელობებს მშვიდად შევხვდეთ, სიბრძნე კი გვიკარნახებს, რომელი შესაძლებლობა იმსახურებს ჩვენს ყურადღებას და რომელია მხოლოდ წამიერი იმპულსი.

მთვარის მე-18 დღე, რომელიც 19:05 საათამდე გაგრძელდება, შინაგანი სარკის პრინციპს ატარებს და მისი სიმბოლოებია სარკე და მაიმუნი. მიმდინარე მოვლენები, გარშემომყოფთა ქცევა და მათზე ჩვენი რეაქციები ხშირად ზუსტად ირეკლავს საკუთარ შინაგან მდგომარეობას. სხვებში შეიძლება მკაფიოდ დავინახოთ ის თვისებები, ფარული შიშები და დამოკიდებულებები, რომლებსაც საკუთარ თავში ჯერ კიდევ ვერ ვამჩნევთ ან რომელთა აღიარებაც გვიჭირს.

დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ როგორ რეაგირებთ სხვების სიტყვებსა და ქცევებზე. თუ ვიღაცის ნათქვამმა გაგაღიზიანათ ან გული გატკინათ, უმჯობესია იმავე წამს არ უპასუხოთ და სხვისი დადანაშაულების ნაცვლად საკუთარ თავს ჰკითხოთ, თუ რატომ გამოიწვია ამან თქვენში მსგავსი რეაქცია და რას გეუბნებათ ეს საკუთარ თავზე. ამ დღის მნიშვნელოვანი თემაა საკუთარი ქცევითი მოდელების გაცნობიერება. ზოგჯერ ერთი და იგივე სიტუაცია ჩვენს ცხოვრებაში განმეორებით სწორედ იმიტომ ჩნდება, რომ ყოველთვის მსგავსად ვრეაგირებთ ან ერთსა და იმავე შეცდომებს ვუშვებთ. დღევანდელი დაკვირვება დაგვეხმარება, მკაფიოდ დავინახოთ ეს კავშირები და მივხვდეთ, რისი შეცვლა შეგვიძლია საკუთარ მოქმედებებში.

შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ სხვაში სწორედ ის ქცევა გაღიზიანებთ, რომელსაც თავადაც ხშირად მიმართავთ, ან გააცნობიეროთ, რომ კონკრეტული პრობლემა მთლიანად თქვენს შიშებსა და ეჭვებს უკავშირდება. ასეთი აღმოჩენა ყოველთვის სასიამოვნო როდია, თუმცა თვითშემეცნებისა და პიროვნული ზრდისთვის უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დღეს ძალიან სასარგებლოა საკუთარ რეაქციებზე დაკვირვება ზედმეტი განსჯისა და თვითკრიტიკის გარეშე. უბრალოდ დააკვირდით, რა გაღიზიანებთ, რა გხიბლავთ, სად ინარჩუნებთ სიმშვიდეს და რომელ სიტუაციებში კარგავთ წონასწორობას ყველაზე ადვილად. გააანალიზეთ, როდის მოქმედებთ თავდაჯერებულად და როდის - შიშის ან დაუცველობის განცდის გავლენით.
ეს დღე გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი, ამოვიცნოთ კომფორტის ზონად ქცეული ქცევითი მოდელები და საბოლოოდ გავთავისუფლდეთ იმ ჩვევებისგან, რომლებიც ხელს გვიშლის წინსვლასა და განვითარებაში.

მთავარია, გაცნობიერებული სიმართლე საკუთარი თავის დადანაშაულების მიზეზად კი არა, პოზიტიური ცვლილებების საუკეთესო შესაძლებლობად ვაქციოთ. ეს დღე გვაძლევს შანსს, რომ გარე სამყაროს მოულოდნელი ცვლილებები და ჩვენი შინაგანი რეაქციები ერთმანეთს დავუკავშიროთ. სწორედ საკუთარი თავის შეცნობა და მოქნილობა გვიხსნის კარს იმ ახალი შესაძლებლობებისკენ, რომლებსაც ეს დღე გვთავაზობს.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მეუღლის გრანდიოზული საჩუქარი ლიზი დარასელიას - რა კადრებს გვიზიარებს მომღერალი

⭕„ფინანსური სიუხვისა და დიდი მიღწევების დღეა!“ - როგორ გავააქტიუროთ 28 ოქტომბრის ენერგიები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

✕