
20 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე იწყება ლილიტის - ე.წ. შავი მთვარის ენერგიის პერიოდად ცნობილი ფაზა, რომელიც ასტროლოგიაში შინაგან ჩრდილებთან შეხვედრასა და დამალული ემოციების გამოტანასთან სიმბოლიზირდება. ეს დრო თითქოს სარკეა, სადაც ადამიანი საკუთარ შიშებს, სურვილებსა და შინაგან ძალას ერთდროულად ეცნობა — იმ ენერგიას, რომელიც, სწორად გამოყენების შემთხვევაში, ტრანსფორმაციისა და ცნობიერების ამაღლების შესაძლებლობას აძლევს.
აღნიშნულ ასტროლოგიურ მოვლენაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ნინა ხომერიკი წერს და საკუთარ პროგნოზებს გვიზიარებს:
„ოქტომბრის მესამე დეკადა, კერძოდ: 20 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე იწყება ლილიტის, ანუ შავი მთვარის ენერგიის დღესასწაული, რომელსაც შეუძლია აგვიყვანოს წარმატების მწვერვალზე ან ჩაგვაგდოს უფსკრულში.
ეს პერიოდი, თითოეული ჩვენგანისთვის, გამოირჩევა ნათელი გზის მაქსიმალური გამრუდებითა და რეალობის დამახინჯებული აღქმით, ეს ბნელი ძალაუფლების დროა, როდესაც ვარდება ბორკილები, რითაც ვაკავებთ ჩვენს შინაგან მხეცს, ეს არის ფატალური ნების გამოვლენის დრო, რისი დახმარებითაც შეგვიძლია, როგორც გავაცოცხლოთ, ასევე სამუდამოდ დავღუპოთ სხვები და მათ შორის საკუთარი თავიც.
20 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის ჩათვლით, მარსი, რომელიც არის მზის სისტემის მეომარი პლანეტა, ენერგიის, ძალის, ცეცხლის წყარო, თითოეული ჩვენგანისა და კოლექტიური ნების სიმბოლო, ამ პერიოდში გადის მორიელის ბოლო გრადუსებს, რომელიც ასოცირდება იმ ცეცხლოვან ხიდთან, რომელიც გადებულია იმ ქვაბზე, სადაც დუღს ჩვენი ვნებები და შიშები. ტრადიციულად, როდესაც რომელიმე პლანეტა გადის ამ მონაკვეთს, ჩვენ ყველა განვიცდით, იმ პლანეტის ენერგიისა და ფუნქციის შესაბამის, ე.წ. კათარსისს და ამ გზაზე, შეგვიძლია ძირფესვიანად აღმოვფხვრათ პრობლემა, დავასუსტოთ ჩვენი პიროვნების ბნელი მხარის გავლენა და ხასიათი, ან უფრო ღრმად ჩავიძიროთ ამ ყველაფერში.
ამ ცეცხლოვან ხიდს, მარსი გადის საშუალოდ 2 წელიწადში ერთხელ, მაგრამ 2025 წელს, ეს გზა იქნება განსაკუთრებით რთული ყველასთვის, რადგან უფრო მეტად იქნება დატვირთული შიშებით, მიჯაჭვულობებით, პროვოკაციებითა და სხვადასხვა სახის ხაფანგებით, ვინაიდან, 26 ოქტომბერს, პლანეტა მარსი, გაივლის ქიმერასთან, ანუ შავ მთვარესთან შეერთებას, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ეს პერიოდი, ანუ 20 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის ჩათვლით არის ნეგატიური ინფორმაციის მატარებელი, რადგან პარალელურად, მარსი და მერკური შექმნიან წარმატებულ ასპექტს, შეიკვრება დიდი ტრიგონი ისეთ მნიშვნელოვან პლანეტებთან, როგორიცაა: იუპიტერი, სატურნი და ნეპტუნი, ამიტომაც, ეს გზა ყველასთვის დააგებს ერთგვარ ხაფანგს, რაც შესაძლოა აღმოჩნდეს ტესტირება იღბლიანობაზე.
ამ შემთხვევაში, არ არის რეკომენდებული განეწყოთ ომისთვის, აშკარა დაბრკოლებებისთვის, რადგან ასევე შესაძლოა გელოდებოდეთ ნათელი, ბედნიერი და დასამახსოვრებელი მოვლენები, მაგრამ აუცილებელია გამოვიჩინოთ წინდახედულობა, რადგან ყველა წარმატებისა და გამართლების უკან, შესაძლოა იმალებოდეს გამოცდა და დაგებული ხაფანგი. მაგალითად: თუკი თქვენს მეგობარს ან ნაცნობს შეექმნება პრობლემები და თქვენ გამოიჩენთ მის მიმართ თანადგომას, მოუსმენთ, დაეხმარებით და გაიზიარებთ მის სატკივარს, ასევე აუცილებელია გულით შეძლოთ გაიზიაროთ მისი წარმატება და სიხარული, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენი საქმეები არ მიდის სასურველი მიმართულებით.
ლილიტი თითოეული ჩვენგანისთვის ამზადებს ინდივიდუალურ გამოცდას, მარსი ამ გზას, როგორც უკვე ზემოთ აღნიშნე გადის ყოველ 2 წელიწადში ერთხელ, მაგრამ მათი თანხვედრა მორიელის ზოდიაქოში, რაც ახლა ხდება ძალიან იშვიათი მოვლენაა, წარსულში ანალოგიური თანხვედრა მოხდა 1989 წლის 4 ნოემბერს და ამ დღემ, მაშინ მოიტანა ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ნახევარმილიონიანი საპროტესტო აქცია ბერლინში და ხალხი ითხოვდა ცვლილებებსა და დემოკრატიას.
შავ მთვარეს მოაქვს ვნებათა ღელვა და აძლევს მარსის ენერგიას მიმართულებას, ა.წ. ზუსტი ლილიტის და მარსის ზუსტი შეერთების თარიღია 26 ოქტომბერი, მაგრამ ამ ასპექტის გავლენა, საგრძნობი იქნება 20 ოქტობრიდან - 4 ნოემბრის ჩათვლით. ამ პლანეტების შეერთება, მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, ხელს უწყობს ისეთი სიტუაციების ფორმირებას, რომლის მოგვარებაც არ ძალუძს ერთ ადამიანს, რადგან მორიელი არის კოლექტიური ნების სიმბოლო და ამ შემთხვევაში ფორმირდება ისეთი სიტუაციები, რაც არ არის ერთ ადამიანთან, არამედ არის ადამიანების ჯგუფთან დაკავშირებული, აერთიანებს მატერიალურ, ფიზიკურ ენერგიებსა და რესურსებს. მარსის ამ ცეცხლოვან გზაზე გველოდება სამი მნიშვნელოვანი თარიღი:
• 23 ოქტომბერი - ამ დღეს მოხდება მერკურისა და შავი მთვარის ზუსტი შეერთება. ამ დღეს შესაძლოა, ვიყოთ არაობიექტურნი, მიკერძოებულნი, დავუშვათ შეცდომები პრაკტიკულ საქმიანობაში, გავაკეთოთ მცდარი დასკვნები და მივიღოთ არასწორი გადაწყვეტილებები. მოსალოდნელია პრაქტიკული შეცდომები მოლაპარაკებების დროს, მაგალითად: მოლაპარაკების თარიღისა და შეხვედრის ადგილის ჩანიშვნისას, ამიტომაც საჭიროა კონკრეტულად შეათანხმოთ და დააზუსტოთ დეტალები. ასევე მნიშვნელოვანია, ამ დღეს არ თქვათ რამე ისეთი, რასაც შემდგომ ინანებთ, რადგან მერკური, ეს არის ჩვენი სიტყვები, ფიქრები, გადაწყვეტილებები, ლოგიკა, მეხსიერება, ხოლო შავი მთვარე ამახინჯებს ამ ყველაფერს. ამ დღეს საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე სიტყვებში, გადაწყვეტილებებში, დასკვნების გაკეთების დროს, ისეთ საკითხებში რაც დაკავშირებულია საბუთებთან და ანგარიშსწორებასთან;
• 24 ოქტომბერს საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე საკუთარი ნების გამოვლენაში;
• 26 ოქტომბერი - ზუსტად ამ დღეს მოხდება მარსისა და ლილიტის შეხვედრა. მარსი ეს არის მოქმედება, ძალა, ზეწოლა, მონდომება, ხოლო შავი მთვარე ამახინჯებს მის გამოვლინებას, როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. ადამიანებს შეუძლიათ იყვნენ ზედმეტად მკაცრნი, დაჟინებულნი, შეპყრობილნი და ჩაციკლულნი იდეაზე, ნებისმიერ ფასად მიაღწიონ დასახულ მიზანს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბოლომდე ვერ გაიგებენ მის შინაარსს. აქ აგრეთვე მოსალოდნელია მიზნების დამახინჯება, როდესაც ყველაფერზე მიდიხართ გაუგებარი იდეისთვის, ან მარსის ენერგია შესაძლოა განვითარდეს სხვა მიმართულებით და მოგიტანოთ აპათია, უღონობა, მოვლენებისა და დროის გაჭიანურება, სურვილებისა და მიზნების უქონლობა, დაუცველობის განცდა და გარემოებებზე გავლენის მოხდენის უუნარობა. ამ დღეს საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე მოქმედებაში;
• 4 ნოემბერი - ამ დღეს გვექნება მარსისა და ურანის ზუსტი ოპოზიცია, რომელიც არის კრიზისული ასპექტი და ამ დღეს აუცილებელია ვიზრუნოთ საკუთარ უსაფრთხოებაზე. მოსალოდნელია მოვლენების მოულოდნელი განვითარება, რაც ნაცნობი გარემოებების ნგრევას განაპირობებს ან შექმნის ახალ ელემენტებს, რაც დაანგრევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამ დღეს მნიშვნელოვანია არ იჩქაროთ, არ დაარღვიოთ წესები, არ გარისკოთ. ეს არის მოულოდნელობის მომტანი დღე, მოსალოდნელია ელექტროსადგურების გაუმართაობა, ავარიები, ინტერნეტის შეფერხება, კომუნიკაციების გათიშვა, ბუნებრივი ანომალიები, ამიტომ ყველამ უნდა იზრუნოს საკუთარი თავისა და სახლის უსაფრთხოებაზე. ამ დღეს საჭიროა გამოიჩინოთ სიფრთხილე ყველაფერში!
მარსის ამ ცეცხლოვანი ხიდის გავლის პერიოდში გვაქვს ასევე ორი თარიღი, რომელსაც შეუძლია მოგვიტანოს უეცარი გამართლება და პოზიტიური ცვლილებები. ამ დღეებში მოხდება დიდი ტრიგონის ფორმირება მარსს, მერკურს, სატურნსა და ნეპტუნს შორის, რაც მოიტანს ძალიან დადებით ენერგიებს, შემოატრიალებს ფორტუნას, რა დროსაც მოსალოდნელია სწრაფი და უეცარი წარმატება საქმეში და ეს დღეებია: 28 და 29 ოქტომბერი, თუმცა, ამ დადებით და კარგ ასპექტს შეუძლია უარყოფითი გამოვლინებაც, მაგალითად: მოდუნებისა და დინების გაყოლის სურვილის სახით, მოგიტანთ განცდას იმისა, რომ ყველაფერი კარგადაა და სიტუაცია არ საჭიროებს თქვენგან აქტიურ მოქმედებას.
მიუხედავად მარსისა და ლილიტის უარყოფითი ენერგიების ფორმირებისა, წყლის სტიქიის წარმომადგენლებისთვის, როგორიცაა კირჩხიბი, მორიელი და თევზები, ეს ასპექტი იმოქმედებს პოზიტიურად, ხოლო მაქსიმალურად რთულ გავლენას მოახდენს ლომებზე, კუროებზე და მერწყულებზე“, - წერს ნინა ხომერიკი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕21 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით
📸 „ოჯახური მომენტები“ - რა ფოტოს აქვეყნებს ჯანეტ ქერდიყოშვილი