
ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.
ამჯერად ასტროლოგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც 22 სექტემბრიდან - 14 ნოემბრის ჩათვლით პერიოდზე საუბრობს და სამ მნიშვნელოვან ასტროლოგიურ მოვლენას ასახელებს.
გიგაური ყურადღებას ამახვილებს მარსი-ლილიტისა და მარსი-ურანის დაპირისპირებაზეც, რასაც „რთულ ფენომენებად“ მიიჩნევს:
„ეს ასტროლოგიური პროგნოზი არ ეხება მხოლოდ ინდივიდებს, ის შეეხება ქვეყნებს, კომპანიებს და ა.შ. ვხედავთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში - იგივე ნეპალში მოხდა სახალხო რევოლუცია და ხელისუფლება გაძევებულ იქნა ხალხის მიერ. იმის თქმა, რომ ასე მარტივად დასრულდება განწყობები, ნაადრევია. შესაძლოა, ეს გაგრძელდეს 2026-ის პირველ ნახევარშიც.
პლანეტა მარსი მორიელის ნიშანში გადავა ძალიან მალე - 22 სექტემბრიდან 4 ნოემბრამდე. ამას ვუწოდე „ბოლო აკორდი“, რომელიც უკავშირდება სასტიკ ქცევებს და ბრძოლებს. ასევე ეს უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს. იქნება გადამწყვეტი პერიოდი ომებში. რუსეთი ამ ომში დამარცხდება და ეს ლოგიკურია: ენერგეტიკული კრიზისია რუსეთში და ბევრი სხვა ფაქტორი.
ასევე გვექნება მარსი-ლილიტის შეერთება, რომელიც „შავი მთვარე“ გახლავთ და არის კარმული ასტროლოგიის მნიშვნელოვანი წერტილი. ეს ასოცირდება გარკვეულ ჩრდილთან, რომელიც ადამიანებთან, ქვეყნებთან და საერთოდ ყველა სფეროსთან არის დაკავშირებული. ეს არის რთული ფენომენი, რომლის გაცნობიერება ადამიანებს ეხმარება, თუმცა თუ ვერ ვაცნობიერებთ, უკავშირდება საკმაოდ დიდ პრობლემებს.
მარსი-ურანის დაპირისპირებაც ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. ფაქტობრივად, ამ სამივე ასტროლოგიური მოვლენის გავლენა 22 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე იქნება. მარსი მორიელში - ეს არის მისი ღამის მმართველი. შუა საუკუნეების ასტროლოგიაში ის სწორედ ღამის მმართველად ითვლებოდა. მარსი ვერძში იყო დღის მმართველი და უკავშირდებოდა ღია ბრძოლებს, ხოლო მარსი მორიელში ნიშნავს ფარულ ქმედებებს.
მარსი მორიელის ტენდენციები ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასევე არის რაღაც ახლის დაწყებაც. გარკვეულ კუთხით, ეს გაზაფხულის დაწყებასაც ჰგავს. მორიელი არის მყარი ნიშანი, რომელსაც აქვს დაგროვილი ენერგიის გათავისუფლების უნარი. დაფარული პროცესები ჰგავს, მაგალითად, სახლს, რომელსაც საძირკველი არ აქვს და ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს და წაილეკოს.
ამ პერიოდში - მთელი ოქტომბერი, 4 ნოემბრამდე ბრძოლა გადავა აქტიურ ფაზაში და ბევრი რამ ფარულ დონეზე მოხდება. იქნება სამხედრო მოქმედებები და დარტყმები“, – ამბობს რამაზ გიგაური ვიდეოში.
მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ბექა ხოფერია ახალ რჩეულთან ერთად იტალიაში მოგზაურობს - წყვილის რომანტიკული კადრები ვენეციიდან
⭕ალექსანდრა პაიჭაძე ბარსელონაში მოგზაურობს - მოდელის ცეცხლოვანი ფოტოები
⭕ნუცა ბუზალაძე რჩეულთან ერთად ახალ ფოტოს გვიზიარებს - მომღერალი კალიფორნიაში იმყოფება