„დღეიდან იუპიტერი რეტროგრადულად იწყებს მოძრაობას, რომელიც ზუსტად 4 თვის შემდეგ 2026 წლის 11 მარტს დასრულდება“, - აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს ასტროლოგი ხათუნა ნოელი აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„დღეიდან იუპიტერი რეტროგრადულად იწყებს მოძრაობას.
დიახ, რეტროგრადულობა ანუ უკუსვლა მხოლოდ მერკურის როდი ახასიათებს. უბრალოდ ის სხვებზე ხშირად გადის ამ ფაზას.
აი, იუპიტერი კი, რომელიც გაცილებით უფრო ნელი პლანეტაა, წელიწადში ერთხელ მიუბრუნდება ხოლმე განვლილ გზას ხელახლა. თუმცა ამ ნელა მოძრაობის გამო, უკუსვლას რამდენიმე თვეს ანდომებს.
რეტროგრადული მოძრაობის ლამაზი ცეკვა - პერფომანსი, რომელსაც ცაზე იუპიტერი აწყობს, ძალზე საინტერესოდ აისახება ხოლმე დაბლა, დედამიწაზე. რადგან ჩვენ იმ მთლიანობის ნაწილი ვართ, რასაც კოსმოსი ეწოდება.
როგორც იცით, ახლა ეს ბედნიერების, ზრდის და გაფართოების პლანეტა კირჩხიბის ზოდიაქოში მოძრაობს, რომელიც ჩვენს შინაგან სამყაროს, საყრდენს, ფესვებს, ტრადიციებს, ოჯახს, სამშობლოს, ჭერს და უძრავ ქონებას მართავს.
ამიტომ ეს თემები - გნებავთ დაოჯახება, გნებავთ უძრავი ქონების შეძენა ან თუნდაც ადგილმდებარეობის შეცვლა- ყველაფერი გადაიხედება, კორექტირდება და ახალ მნიშვნელობას შეიძენს.
ოღონდ თუ ეს საქმეები უკვე წამოწყებული არ გაქვთ, სჯობს იუპიტერის გასწორებამდე არც დაიწყოთ. რადგან დიდია რისკი, რომ რაღაცას სწორად ვერ გათვლით. მით უმეტეს, მერკურიც უკუსვლაშია წასული...
მათ კი, ვინც განვლილი თვეების მანძილზე ამ მიმართულებებით პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმული გაქვთ, თქვენთვის უფრო შესაფერისი თარიღის შესარჩევად, რომ საქმე წარმატებით დააგვირგვინოთ.
ხოლო ვისაც იუპიტერი პირად რუკაში რეტროგრადული გვყავს - ჩვენი დრო დადგა, ძვირფასებო და აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ.
იუპიტერი რეტრო მოძრაობას ზუსტად 4 თვის შემდეგ - 2026წლის 11 მარტს დაასრულებს“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
📸 ბადრი ვადაჭკორიას ობიექტივში ამჯერად ახალციხე მოხვდა - რა კადრებს აქვეყნებს ფოტოხელოვანი
⭕„სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, მაღალია ავარიების ალბათობა“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი