ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს, სადაც ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე წერს.
როგორც ლობჯანიძე აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც მიწიერ სიამოვნებაზეა დაფუძნებული, სულიწმინდისგან დაცლილია.
„ფსიქოლოგიურად ძალიან რთულად მუშაობს შეუსაბამო მრავალ პარტნიორული ურთიერთობები პირად ცხოვრებაში, რაც აისახება ადამიანთა მენტალურ ჯანმრთელობაზე.
მე თავად ვარ სოციალური ფსიქოლოგი პროფესიით და როცა ამ მხრივ სტატისტიკებს ვაკეთებ საშინელ შედეგებს ვაწყდები...
ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრის არის ურთიერთობიდან არასწორი მოთხოვნები და მოლოდინები. როგორც ყველა პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი ვერ იქნება, ისე ვერ ეყოლება ყველას მეფე ან დედოფალი მეუღლედ. და მეტსაც გეტყვით, არცაა საჭირო რომ ასე იყოს. ელემენტარულ კანონზომიერებასთან გვაქვს საქმე და ამიტომ.
ამ პარტნიორებთან დამყარებული სექსუალური ურთიერთობა კი, კიდევ უფრო მეტად დიდ ბლოკადაში ამყოფებს ორ გონს, ანუ ორი ადამიანის ფსიქიკას. გამოყოფილი სექსუალური ენერგია ისეთი და იმხელაა, რომ ამ ადამიანის თავიდან ამოგდება ერთია, ენერგეტიკულად რასაც დაგიტოვებს იმისგან გაწმენდვა ხომ მეორე თავის ტკივილია.
დაიმახსოვრეთ: ნებისმიერი ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ მიწიერ სიამოვნებაზე გადის დაცლილია სულიწმიდისგან, ანუ მანდ ხანგრძლივი დროის მყარ მოლოდინებზე საუბარიც ზედმეტია.
თვითონ ეს გრძნობა, ანუ სიყვარული 3 კომპონენტისგან შედგება: ფიზიკური ლტოლვა, მენტალური ლტოლვა და სულიერი ლტოლვა.
ადამიანები დღეს, მხოლოდ ფიზიკურით საზღვრავენ, სამწუხაროდ. ამიტომაცაა, რომ მათი გაცნობა გვიან ხდება და ბოლოს აღმოაჩენენ რომ სხვადასხვა ადამიანები იყვნენ. არადა, მერე კი არა თავიდანვე სხვადასხვა მხარე იყო ერთიც და მეორეც, უბრალოდ გამოუცდელობამ და ფიზიკურმა მომხიბვლელობამ ან რესურსებმა თავისი ქნა და ბოლოს კი ეს შედეგი გამოიღო.
„შეიცან თავი შენი“ არის გენიალური სიტყვები. თუ მე ჯერ ჩემი თავი არ ვიცი ბოლომდე როგორია, მაშინ ჩემი სამყარო სხვას როგორ დავანახვო? და თუ ჩემ სამყაროს სხვა ვერ დაინახავს, გამოდის რომ სხვისი სამყაროს იმედზე ვარ და ჯამში სხვის კისერზეც, რაც საერთოდ სპობს კავშირს.
კიდევ ვიტყვი, რომ ადამიანისადმი არასწორი მოთხოვნა და მოლოდინი ანგრევს ნებისმიერი სახის ურთიერთობას. მოთხოვნა, რომელიც მხოლოდ ჭამაზე გადის ნაყოფს ვერ გამოიღებს. სანამ არ „გაიცნობთ“ ერთმანეთს, იქამდე მუდამ ამ შედეგით ივლით“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილი საოცარ ფორმაშია – რა კადრებს აქვეყნებს მსახიობი
⭕„როგორი ტკბილები ხართ“ - არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე შვებულებას პორტოში ატარებენ