„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, რომელიც მოგცემთ საშუალებას მარტივად აითვისოთ ნებისმიერი რამ, ასევე ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი - მოგიწევთ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. ეცადეთ არ მოცდეთ და მოინახულოთ ძველი ახლობლები და ნათესავები.
კურო - ეს დღე რთულია. შესაძლოა გაგიჭირდეთ საერთო ენის გამონახვა იმ ადამიანებთანაც კი ვისაც თქვენი კარგად ესმოდა და თქვენც გესმოდათ მისი. უმჯობესია დღევანდელი დღე მშვიდად გაატაროთ.
ტყუპები - დღევანდელი დღე უცნაურია, დაფიქრდით კარგად რა არის თქვენი ცხოვრების მიზანი.
კირჩხიბი - შესაძლოა ბევრი საქმე გამოგიჩნდეთ, მაგრამ ყველაფერს კარგად გაართმევთ თავს.
ლომი - სირთულეების არ გეშინიათ და წარმატებას აღწევთ იქ, სადაც სხვები დანებდნენ. ეცადეთ ნებისმიერ მოვლენას მშვიდად მიუდგეთ.
ქალწული - იქნება წინააღმდეგობები, რომელსაც მარტივად გაართმევთ თავს. ახალგაცნობილ ადამიანებთან იყავით ფრთხილად.
სასწორი - ეს დღე კარგია, კარგი იქნება ახალი საქმის წამოწყება. იმოქმედეთ ეს დღე თქვენია.
მორიელი - დაგეგმეთ დღე და ისე იმოქმედეთ. არ არის კარგი ახალი საქმის დაწყება და სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლოა იყოს ოჯახური კონფლიქტი და იყავით მშვიდები.
მშვილდოსანი - უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეები დღეს არ მოაგვაროთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც გენატრებოდათ.
თხის რქა - მოგიწევთ ინტუიციას დაეყრდნოთ. კარგი იქნება განმარტოვდეთ და ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ.
მერწყული - დადებითი დღე გელოდებათ და ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ სწორად და თქვენთვის სასარგებლოდ.
თევზები - შესაძლოა მოგიწიოთ ისეთი საქმეების გაკეთება, რაც თქვენთვის უინტერესო იქნება, თუმცა გახსოვდეთ გამოიჩენთ ყურადღება და არ დაუშვათ შეცდომები.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
🎥 „ჩემი საოცნებო ხელის თხოვნა კომოს ტბაზე“ – ბლოგერმა გიორგი ნაჭყებიამ რჩეულს ხელი სთხოვა