
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დღეა დღე-ღამ სწორება, ეცადეთ ეს დღე მშვიდ გარემოში გაატაროთ და ჩაიფიქროთ სურვილები“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇
ვერძი
კარგი იქნება გააანალიზოთ თქვენი ქმედებები და საკუთარი შესაძლებლობები შეაფასოთ, სწორი დასკვნის გამოსატანად.
კურო
შეიძლება სხვისმა სიტყვამ და კომენტარმა გაგაღიზიანოთ, ემოციური ფონი მატულობს და ეცადეთ მშვიდად გაატაროთ ეს დღე.
ტყუპები
კარგი იქნება გაატაროთ დღე ისეთ გარემოში, სადაც თავს მშვიდად და დაცულად იგრძნობთ.
კირჩხიბი
მნიშვნელოვანი დღეა და ეცადეთ სწორად მართოთ ემოციები და გადადგათ სწორი ნაბიჯები.
ლომი
ეცადეთ არ მოხვდეთ კონფლიქტურ სიტუაციაში და თავიდან აირიდოთ ნებისმიერი გაუგებრობა. წადით დათბობაზე.
ქალწული
გექნებათ ახალი იდეები, მაგრამ არ იჩქაროთ.
სასწორი
კარგი იქნება ეს დღე შემოქმედებითი კუთხით გამოიყენოთ და საკუთარი სურვილების ასრულებას დაუთმოთ. არ ენდოთ ადამიანებს, რომლებიც რჩევას მოგცემენ.
მორიელი
მეტი ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციას და გადაამოწმეთ ყველა დეტალები, თუ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა გიწევთ კარგად წაიკითხეთ და ისე მოაწერეთ.
მშვილდოსანი
შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, რომელთანაც მომავალში რომანტიულ ურთიერთობას გააგრძელებთ, ან თუ მეორე ნახევარი გყავთ შეიძლება ურთიერთობა სხვა ფაზაში გადავიდეს.
თხის რქა
დაძაბული დღე გელოდებათ, ეცადეთ არ შეხვიდეთ კონფლიქტში და ეს დღე მაქსიმალურად მშვიდად გაატაროთ.
მერწყული
სასიამოვნო და დადებითი დღეა, მარტივად მოახერხებთ ადამიანებთან კომუნიკაციაში შესვლას.
თევზები
დადებითი დღეა, შეიძლება საჩუქრებიც მიიღოთ. ასევე თუ გინდოდათ რაიმეს შეძენა და ვერ ახერხებდით ახლა ამისთვის კარგი დღეა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლაშა ბექაური თბილისის გრანდ სლემზე აღარ იასპარეზებს
⭕„ეს დღე მოითხოვს ჰარმონიას და გუნდურობას“ - 20 მარტის ასტროპროგნოზი ხათუნა ნოელისგან