1-ელი აგვისტო ლიდერობის, ახალი შესაძლებლობებისა და სურვილების ასრულების დღე!
დღის ენერგიები: 1 • 1 • 2.
დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით. ადამიანები მოუსმენენ თქვენს აზრს, მოგმართავენ რჩევისთვის და ენდობიან თქვენს სიტყვებს.
ეს შესანიშნავი დღეა ინიციატივის გამოსავლენად და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად. დილა აუცილებლად ფიზიკური აქტივობით დაიწყეთ. იცეკვეთ, ივარჯიშეთ სულ მცირე 15–20 წუთი.
მოძრაობა დაგეხმარებათ დღის ძლიერი ენერგია სწორად მიმართოთ. დააკვირდით თქვენს განწყობას. შესაძლოა, მხოლოდ საკუთარი აზრის გატანა მოგინდეთ და სხვების მოსმენა გაგიჭირდეთ. ეცადეთ, არ მოახვიოთ თქვენი პოზიცია გარშემომყოფებს. სიმშვიდე, დიპლომატია და შეთანხმების უნარი დღეს გაცილებით მეტ შედეგს მოგიტანთ.
❤️ რეალიზაციის ენერგია დღეს არის — 2. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს, მოაწყვეთ რომანტიკული საღამო, ჩაეხუტეთ, გამოხატეთ ზრუნვა და სითბო. თუ მარტო ხართ, ეს დღე საკუთარ თავს აჩუქეთგაიკეთეთ მასაჟი, ეწვიეთ სპას ან უბრალოდ გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. დღეს ძალიან კარგი დღეა მოლაპარაკებებისა და ახალი შეთანხმებებისთვის. თქვენი იდეები დაფასდება, ხოლო საჭირო ადამიანები შესაძლოა თქვენი გეგმების მხარდამჭერები გახდნენ.
🦁 არ დაგავიწყდეთ, რომ ახლა ლომის კარიბჭის ენერგია აქტიურია. ეს შესანიშნავი პერიოდია სურვილების, მიზნებისა და ოცნებების დასაწერად. აიღეთ კალამი და ფურცელი და ჩამოწერეთ ყველაფერი, რისი მოზიდვაც გსურთ თქვენს ცხოვრებაში. გისურვებთ, რომ ამ დღემ წარმატება, ახალი შესაძლებლობები, სურვილების ასრულება და ბედნიერი ცვლილებები მოგიტანოთ. იყავით ბედნიერები, საყვარლები და სიუხვით სავსენი!
ასევე დაგაინტერესებთ: