ასტროლოგი, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს, სოციალურ ქსელში 14 თებერვლის კოსმოსურ ენერგიებზე საუბრობს.
მისი თქმით, შაბათი თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებული, გარდამტეხია, რადგან 04:12 წთ-ზე სატურნი გადადის ვერძის ნიშანში, რაც ნიშნავს, რომ დროის მბრძანებელი 30 წლის შემდეგ ახლიდან იწყებს ზოდიაქოს სრულ ციკლს:
„14 თებერვალი, შაბათი თავისი მნიშვნელობით მართლაც რომ განსაკუთრებული, გარდამტეხი დღეა, რადგან 04:12 წთ-ზე სატურნი გადადის ვერძის ნიშანში. რაც ნიშნავს, რომ დროის მბრძანებელი 30 წლის შემდეგ ახლიდან იწყებს ზოდიაქოს სრულ ციკლს. ბოლოს სატურნი ვერძში შევიდა 1996 წლის 7 აპრილს. გაიხსენეთ მაშინდელი პერიოდი. რა დასრულდა და რა დაიწყო თავიდან, ან რა სფეროში გქონდათ სიახლე?
ეს ეპოქის ცვლილების საწყისი წერტილია სტრუქტურის, ძალაუფლების, ნების და პასუხისმგებლობის დონეზე.
ბევრი ძველი წესი და კანონი შეწყვეტს მოქმედებას. მათ ადგილს იკავებს ვერძის პრინციპი - მოქმედება, ინიციატივის აღება და პირადი პასუხისმგებლობა.
სამყარო თანდათან ისწავლის ცხოვრებას ძველი საყრდენების გარეშე, რაც აისახება როგორც გლობალურ და სახელმწიფოების დონეზე, ასევე ჩვენს ცხოვრებისეულ დონეზეც.
სატურნის ვერძში გადასვლის მნიშვნელობაზე ალბათ გაეცანით წინა პოსტებს, მათთვის , ვისაც არ უნახავს, ავპინავ და მარტივად შეძლებთ წაიკითხოთ.
მთვარე მთელი დღე თხის რქაში იმყოფება, სატურნის სივრცეში. ამიტომ მომენტის სერიოზულობა შესაძლოა ფიზიკურადაც ვიგრძნოთ.
დილით მთვარე ოპოზიციაშია იუპიტერთან. ეს შეიძლება გამოვლინდეს რეალობასა და გადაჭარბებულ მოლოდინებს შორის შინაგან კონფლიქტად.
დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანია ემოციური ბალანსი და არ გვქონდეს ჭარბი მოლოდინები საკუთარი თავის ან გარე სამყაროს მიმართ.
დღის მეორე ნახევარში ენერგია იცვლება. მთვარე ჰარმონიულ ასპექტს აყალიბებს ურანთან, ასევე სატურნთან, რომელიც უკვე ვერძშია გადასული და ნეპტუნთან შეერთებაში იმყოფება.
ეს ენერგიები მოიტანს განცდას, რომ უკვე ცვლილებების დროა. შესაძლოა გაჩნდეს მოულოდნელი იდეები, არასტანდარტული გადაწყვეტილებები და სურვილი, ახალი გზით ვიმოქმედოთ.
ეს დღე გვაძლევს შესაძლებლობას შევიგრძნოთ საკუთარი მიმართულება, თუნდაც ჯერ კიდევ არ გვქონდეს დეტალური გეგმა.
დილიდან იწყება ოცდამეშვიდე მთვარის დღე. მისი სიმბოლოა კვერთხი, სამკაპი. ეს არის შინაგანი გზის დღე, რომელიც აძლიერებს ინტუიციას.
დღე გაჯერებულია ინფორმაციით და თუ ყურადღებით დააკვირდებით თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებს და მოუსმენთ თქვენს შინაგან ხმას, გექნებათ შესაძლებლობა იპოვოთ პასუხები გადაუჭრელ კითხვებზე ან დაინახოთ საგნები ისე, როგორც ისინი სინამდვილეშია. ეს ასევე საშუალებას მოგცემთ, ახლებურად შეხედოთ მიმდინარე გარემოებებს და რთულ სიტუაციებში იპოვოთ გონივრული და ეფექტური გამოსავალი.
წინა დღეების მსგავსად, ეს დღე კარგია სულიერი განვითარებისთვის.
ოცდამეშვიდე მთვარის დღეს სასარგებლოა დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ, ზრუნვა და ყურადღება გამოავლინოთ. ეს შინაგანი ჰარმონიისა და თვითგანვითარების დღეა. დღეს ამაოება მიუღებელია, იქნება ეს ფიქრებში თუ ქმედებებში. რეკომენდებულია მოერიდოთ მოწყენილობას და მელანქოლიას. კარგი დღეა შენდობის სათხოვნელად და მათ შესანდობად, ვინც ოდესმე გაწყენინათ. ასევე, ვალის დასაფარად“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ვინ იყო ვალენტინი? - განკვეთილმა ბერმა ჰომოსექსუალ წყვილს ჯვარი დასწერა
⭕14 თებერვალს ვალენტინობაა - რომელ საუკუნეში დაიწყო ამ დღის აღნიშვნა