ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 9 თებერვლის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ჰოროსკოპი — 9 თებერვალი
მთვარის დღე — 21 / 22
მთვარის ფაზა — ბოლო მეოთხედი მორიელში
ვერძი
დიდი ხანია გინდათ საინტერესო იდეის განხორციელება და დღეს ამისთვის კარგი დროა. ნუ აიღებთ ერთდროულად ბევრ საქმეს, თორემ ვერცერთს ვერ დაასრულებთ. კრიტიკას მშვიდად შეხვდით და ნუ გაღიზიანდებით.
კურო
დილიდანვე ნუ გადაიტვირთებით. საქმეში ნელა და ეტაპობრივად ჩაერთეთ დაიწყეთ მარტივი საქმეებით. წესების დაცვა დაგეხმარებათ მიზნების სწრაფად მიღწევაში. ყურადღება მიაქციეთ იდეებს, რომლებიც დღეს გაგიჩნდებათ.
ტყუპები
კარგი დღეა ახალი მიზნების დასახვისა და გეგმების შედგენისთვის. ენერგია სწორ მიმართულებაში მიმართეთ და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგით. გაიხსენეთ ძველი კონტაქტები მომავალში ისინი ძალიან გამოგადგებათ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ მშვიდ და დაბალანსებულ დღეს. შეამცირეთ აქტიურობა და ინიციატივა როგორც სამსახურში, ისე პირად ურთიერთობებში. სასურველია მეტი მარტოობა და ნაკლები კომუნიკაცია.
ლომი
თავი აარიდეთ სიჩქარესა და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, რათა შეცდომები თავიდან აიცილოთ. საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ახლობლებს ან კოლეგებს. საღამოს ვარჯიში ან სეირნობა დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში.
ქალწული
პრობლემებს საფუძვლიანად მიუდექით და ნუ იჩქარებთ. იმპულსურმა მოქმედებებმა შეიძლება ზიანი მოგიტანოთ. აკონტროლეთ სიტყვები და გადაწყვეტილებები კარგად გააანალიზეთ. საღამოს განწყობა შეიძლება ოდნავ დაგიმძიმდეთ.
სასწორი
იყავით დიპლომატიური და მოქნილი. კამათში კომპრომისის პოვნა უკეთესი იქნება, ვიდრე დაძაბულობის გაზრდა. პირად ურთიერთობებში მცირე პაუზა დაგეხმარებათ ყველაფრის უკეთ გააზრებაში.
მორიელი
დილიდანვე პოზიტიური განწყობა შეინარჩუნეთ თქვენი ეფექტურობა სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. ემოციურობა მაღალია, ამიტომ შეეცადეთ სიმშვიდე და პროფესიონალიზმი შეინარჩუნოთ.
მშვილდოსანი
წარმატებული დღეა. ენერგია მაღალ დონეზეა და შეგიძლიათ რთულ საქმეებსაც მოჰკიდოთ ხელი. პრობლემები შემოქმედებითი მიდგომით გადაჭერით. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის თქვენი აზრის დამტკიცებას მარტივად შეძლებთ.
თხის რქა
ემოციურად რთული დღეა. შესაძლებელია კონფლიქტები სამსახურში ან ურთიერთობებში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ჯობია სხვა დროისთვის გადადოთ.
მერწყული
ბოლო დღეების დაძაბულობა შეიძლება იგრძნოთ. შეეცადეთ პასუხისმგებლობების ნაწილი სხვებს გადააბაროთ და დამატებითი დატვირთვა არ აიღოთ. მცირე მოგზაურობა ან გადაადგილება განწყობას გაგიუმჯობესებთ.
თევზები
დღეს ფინანსურ საკითხებს მოერიდეთ შეცდომის ან დანაკარგის რისკია. რაღაც მოვლენა თქვენს ხედვას შეცვლის და გეგმების გადახედვას მოგთხოვთ. ახლობლების მხარდაჭერას ნუ მოერიდებით.
დაე, თქვენი დღე იყოს მშვიდი, წარმატებული და ბედნიერი!“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ისტორიული შედეგი - ფიგურული ციგურაობის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით