26 ნოემბერი დღე, როცა ღალატს პასუხი დაუბრუნდება.
ჩემო ძვირფასებო, დღის ენერგიებია 8 • 2 • 1. დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა — თითოეულ თქვენს ქმედებას შეიძლება სერიოზული შედეგი მოჰყვეს.
დღეს ღალატი ნამდვილად არ ღირს. შეიძლება ამის სურვილი გაგიჩნდეთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ასეთი სისუსტე ახასიათებს, მაგრამ ნუ გარისკავთ. რვიანის დღეებში ღალატი, დაუდევრობა და ცუდი საქციელი უკან გიბრუნდება.
ენას კბილი დააჭირეთ. ნუ იჭორავებთ, ნუ განიხილავთ სხვებს, ნუ აიკიდებთ სხვის პრობლემებს და არც საკუთარ თავზე მოჰყვეთ ზედმეტი. დღეს რაც ნაკლებს ილაპარაკებთ, მით უკეთესი თქვენთვის.
ყურადღება საკუთარ თავს დაუთმეთ — თქვენს ცხოვრებას, ფიზიკურ აქტივობას, საყვარელ ჰობსა და გარეგნობას. შესაძლო სიზარმაცის მიუხედავად, ჩაიცვით ლამაზად და თავი მოიწესრიგეთ!
ყვითელი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი დღეს წარმატებასა და ბედნიერებას მოგიტანთ და დღის ფინანსურ ენერგიასაც გააძლიერებს.
დღეს ფულის ოთხიანის დღეა, ამიტომ დარიჩინიანი ყავა მოამზადეთ. როცა სასმელს მოურევთ, გულში ან ხმამაღლა გაიმეორეთ დადებითი აფირმაციები ფულზე, წარმატებასა და სიუხვეზე.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პარტნიორობით მიიღეთ. სახლში საყვარელ ადამიანებს დაეკითხეთ, სამსახურში კი კოლეგასთან, ასისტენტთან, დამხმარესთან ან თანამფლობელთან ერთად იმოქმედეთ. დღეს ყველაფრის მარტო გადაწყვეტას ნუ ეცდებით.
სწორედ პარტნიორობითა და მასშტაბური ხედვით შეძლებთ მომგებიან შედეგამდე მისვლას, მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებასა და სასურველის მიღწევას.
იყავით ბედნიერები, საყვარლები და სიუხვით სავსენი!
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 26 ნოემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით