ასტროლოგიური პროგნოზი 14 ოქტომბრისთვის
ვერძი: ცეცხლის ნიშნის ენერგია ძალასა და მოტივაციას შეგმატებს. კარგი დღეა სწავლისთვის, ახალი საქმის დასაწყებად, მოგზაურობისა და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის.
კურო: ყურადღება მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებზე, ინვესტიციებსა და პარტნიორის რესურსებზე გადაგაქვს. ენდე ინტუიციას, თუმცა ყველა დეტალი გადაამოწმე.
ტყუპები: წინა პლანზე ურთიერთობები წამოვა. შესაძლოა მნიშვნელოვანი საუბარი, შეთანხმების დადება ან სასიამოვნო სიურპრიზი მიიღო ახლობელი ადამიანისგან.
კირჩხიბი: დღე ჯანმრთელობაზე ზრუნვას, საქმეების მოწესრიგებასა და სამუშაო სივრცის დალაგებას დაუთმე. თანმიმდევრული მიდგომა ყოველდღიურ საქმეებს გაგიმარტივებს.
ლომი: მშვენიერი და შთამაგონებელი დღეა! მთვარე მეგობრულ მშვილდოსანში შენს შემოქმედებით ენერგიას, თავდაჯერებულობასა და რომანტიკულ განწყობას გააძლიერებს.
ქალწული: ყურადღება სახლს, ოჯახსა და ყოველდღიურ კომფორტს დაუთმე. მყუდრო გარემო და ახლობლების მხარდაჭერა შინაგანი ძალების აღდგენაში დაგეხმარება.
სასწორი: დღე ურთიერთობებით, მგზავრობითა და მნიშვნელოვანი ამბებით იქნება დატვირთული. შენი მომხიბვლელობა და დიპლომატიურობა საკითხების მოგვარებაში დაგეხმარება.
მორიელი: ხელსაყრელი დღეა ფინანსების გაანალიზებისთვის, ბიუჯეტის დასაგეგმად და მნიშვნელოვანი შენაძენებისთვის. პრაქტიკულობა კარგ შედეგს მოგიტანს.
მშვილდოსანი: მთვარე შენს ნიშანში განსაკუთრებულ ქარიზმას, თავდაჯერებულობასა და იღბალს გაძლევს. გამოიყენე ეს დღე გაბედული ჩანაფიქრების განსახორციელებლად.
თხის რქა: დღე განმარტოებისთვის, გონებრივი განტვირთვისა და დაუსრულებელი საქმეების მოსაგვარებლად გამოგადგება. ცოტა ხნით ყოველდღიურ აურზაურს გაერიდე.
მერწყული: კარგი დროა გუნდური მუშაობისთვის, სამომავლო გეგმების განხილვისა და თანამოაზრეებთან ურთიერთობისთვის. შენს იდეებს მოისმენენ.
თევზები: ყურადღება პროფესიულ მიზნებსა და კარიერაზე გადაიტანე. შენი წარმატება შეუმჩნეველი არ დარჩება — მთავარია, თავდაჯერებულად იმოქმედო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ შეიძლება 40 წლის იუბილეს აღნიშვნა? - მითები და რეალობა