Digest Logo

🎥 „ერი ხშირად ამაყობს წარსულის დიდებით, მაგრამ უჭირს ამ სიბრძნის დღევანდელ ყოველდღიურობაში გამოყენება“ - ალექსანდრა ჯორჯიკია საქართველოს ასტროლოგიურ რუკაზე

1792137306
ალექსანდრე ჯორჯიკია

„ველნეს პოდკასტში“ სტუმრობისას ასტროფსიქოლოგმა ალექსანდრა ჯორჯიკიამ საქართველოს 1918 და 1991 წლების ასტროლოგიური რუკების დეტალური ანალიზი წარადგინა. მისი თქმით, ქვეყნის ასტროლოგიური მონაცემები ნათლად აჩვენებს ერის ძლიერ მხარეებს, ისტორიულ გამოწვევებსა და იმ კარმულ ციკლებს, რომელთა გააზრება და შეცვლაც მომავალი განვითარებისთვისაა საჭირო.

როგორც ასტროფსიქოლოგი აღნიშნავს, 1918 წლის რუკის მიხედვით საქართველოს ასცენდენტი სასწორშია, ხოლო მისი მმართველი ვენერა თევზებში - აღზევებულ მდგომარეობაში იმყოფება. ეს მიუთითებს ქვეყნის უზარმაზარ შემოქმედებით პოტენციალზე, სიღრმისეულ და უანგარო სიყვარულსა და ცოდნის გავრცელების ისტორიულ მისიასა და კულტურაზე. თუმცა, რუკის მიხედვითვე, ვენერა მეექვსე სახლშია მოქცეული, რაც ნიშნავს, რომ ერის იდენტობა ხშირად სწორედ სირთულეებთან, კრიზისებთან და მათ გადაჭრასთანაა დაკავშირებული.

„საქართველო არის ძალიან სიცოცხლისუნარიანი ქვეყანა და ერი, გენეტიკურად მებრძოლები ვართ და ყველაზე კარგად კრიზისიდან გამოსვლა გამოგვდის. ამით მოვაღწიეთ ამდენი საუკუნე, მაგრამ ძალიან ცუდი ის არის, რომ თუ ეს ვერ გავაცნობიერეთ, ავტომატურად მოგვიწევს სულ სირთულეები და პრობლემები“, - აღნიშნავს ასტროლოგი.

პოდკასტში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 1991 წლის თანამედროვე რუკასაც, სადაც იუპიტერისა და კეტუს შეერთება პირველ სახლში მიუთითებს იდენტობის ძიებისა და გარე პარტნიორებზე ზედმეტი დამოკიდებულების სირთულეებზე.

ალექსანდრა ჯორჯიკიას შეფასებით, მთავარი გამოსავალი წარსული შეცდომების გააზრებაში, ეროვნული ღირებულებებისა და ერთიანობის პოვნაშია, რათა ქვეყანამ გარე ძალების ძიების ნაცვლად, საკუთარ შიდა პოტენციალსა და სტაბილურ შრომაზე დაფუძნებული სახელმწიფო შექმნას.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო:

✕