„დაბნელებების დერეფანი და რეტროგრადული მერკური | როგორი იქნება თებერვალი ზოდიაქოს ნიშნებისთვის“- ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ საუბრობს.
„თებერვალს მიანიჭეთ განსაკუთრებული ყურადღება, ერთ-ერთი ურთულესი თვეა წლის განმავლობაში.
დედამიწა უარყოფით ენერგოველშია 20 თებერვლამდე, მცირდება ურთიერთგაგება, მატულობს ტრავმულ ავარიული ტენდენციები, კონფლიქტურობა.
17 თებერვალს გვაქვს მზის დაბნელება, 2-3 მარტს კი მთვარის დაბნელება.
დაბნელების დროს ზოგიერთ ადამიანს უბნელდება ტვინი, ხდებიან არაადეკვატურები, შეცდომების დაშვების ალბათობაც არის მაღალი, ასევე მატულობს ცდუნებები.
26 თებერვლიდან 3 კვირა - მერკური გონების მმართველი პლანეტა ხდება უკუმავალი - არ დაიწყოთ ახალი საქმე უმჯობესია ძველი საქმეები დაასრულოთ. არ შეიძინოთ ტექნიკა, შეიძლება გაფუჭდეს მალე და გაწვალდებით.
მერკური სანამ რეტროგრადული გახდება იქამდე, გადადის თევზების ზოდიაქოს ნიშანში და 10 მარტს შეუერთდება ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა. 10 მარტის შემდეგ სასიყვარულო ურთიერთობები გახდება უფრო ემოციური, რომანტიკული მატულობს ასევე კაპრიზები ურთიერთობებში.
20 მარტს კი თევზების ზოდიაქოს ნიშანში ამ ორ პლანეტას შეუერთდება მზე მოდის ტყუილების დრო, იყავით ფრთხილად არ მოტყუვდეთ.
ინფორმაციას რომელსაც მიიღებთ გადაამოწმეთ“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
მისი თქმით, 17 თებერვალს 15:02 წუთზე, აღმოსავლური კალენდრით შემოდის ახალი წელი და შეგვიძლია ეს დღე აღვნიშნოთ და ჩავიფიქროთ სურვილები.
„17-ში გვაქვს მზის დაბნელება, დღე მძიმე და რთულია არაფერი ახალი და სარისკო არ დაიწყოთ, გმართებთ სიფრთხილე და წინდახედულობა“, - ამბობს ასტროლოგი.
როგორც მიხეილ ცაგარელი ამბობს თებერვალი რთული თვეა, განსაკუთრებით 20 რიცხვამდე რთული იქნება, შედარებით კარგი პერიოდი კი 20-25 თებერვალ იქნება.
ვრცლად, ნახეთ ცალკეული ზოდიაქოს ნიშნების პროგნოზი:👇
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ცნობილი ტიკტოკერი წყვილი დაშორდა - „არსებობს ზღვარი, რომელიც უნდა დავიცვათ“
⭕„ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევთ...“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი
🎥 „უდაბნოს მზე“ - გიორგი გასვიანის და მარიტა მელიქიშვილის მოგზაურობა დოჰაში