
ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი ვიდეოს აქვეყნებს და საზოგადოებას სურვილის სწრაფი ასრულების მარტივ ტექნიკას უზიარებს:
„დაგვჭირდება დაფნის ფოთოლი, წითელი ან მწვანე მარკერი.
ერთ მხარეს უნდა დავხატოთ უსასრულობის ნიშანი, მეორე მხარეს კი დავწერთ 08.08.
ეს დაფნის ფოთოლი უნდა დავწვათ, პროცესში სამჯერ უნდა გავიმეოროთ ჩვენი სურვილი, რაც ყველაზე ძალიან გვსურს.
პლუს სიტყვები: როგორც ეს დაფნის ფოთოლი იწვის, ისე სწრაფად სრულდება ჩემი სურვილი“, - ამბობს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕აგვისტოს ომში დაღუპულთა სრული სია
🎥 არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი აგვისტოს ომის უმძიმეს კადრებს აქვეყნებს