„დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგო ველში, ურთიერთგაგება და ენერგოტონუსი მოიმატებს. 22 დეკემბერს კი გვაქვს ზამთრის ყველაზე გრძელი ღამე და მოკლე დღე. ეს დღე არის საკრალური, ამიტომაც ჩაუთქვით სურვილები და ილოცეთ.
სურვილების ჩაფიქრების პიკი 22-ში, დილის 07:30-ზე, ილოცეთ და დალოცეთ სხვები, გაუშვით სამყაროში სიყვარული. სასწაულად ძლიერი პოზიტიური ენერგიების მოტანის დროა“ - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს.
მისივე თქმით, რაც შეეხება 22 დეკემბერს, ასევე დღეს თხის რქის ზოდიაქოში გადადის მზე, მშვილდოსნის ნიშნიდან.
„თხის რქის ზოდიაქოში მზის გადასვლა გვაძლევს, მიზანსწრაფულობას, შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობის მომატებას. თუმცა როგორც ასტროლოგი ამბობს, ცოტა მოიმატებს სიჯიუტე და პირდაპირობა.
რაც შეეხება გეომაგნიტურ დღეებს, ესენია - სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი და კვირის პირველი ნახევარი",- დასძენს ის.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵 თათა გიორგობიანის ცეცხლოვანი ფოტოები - „ვგიჟდები ისეთი ლამაზი ხარ“