Digest Logo

„ეს დღე ფრთხილად გაიარეთ მძიმე ენერგეტიკული დღეა“ - ცაგარელის გაფრთხლება

1653890449
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

ახალმთვარეობის მძიმე ენერგეტიკული დღეა. მზის და მთვარის ენერგიების შერწყმა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მოიმატებს ცდუნებების და შეცდომების დაშვების, ჭორებისა და ინტრიგების, მოტყუებისა და ძარცვის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება,

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, ფილტვებს და ბრონქებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ბეჟი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, გიშერი, აკვამარინი, გიაცინტი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.