Digest Logo

„ეს პერიოდი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტები, დაპირისპირებები, აგრესია“ - მიხეილ ცაგარელი საზოგადოებას აფრთხილებს

1690785743
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გააკეთა და მნიშვნელოვან მოვლენებს გაუსვა ხაზი. როგორც თავად ამბობს, 1 აგვისტოს იქნება სავსემთვარეობა, რაც ნიშნავს, რომ მზის და მთვარის დაპირისპირება ლომის და მერწყულის ზოდიაქურ ღერძზე მოხდება. 

„დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, რაც სასიკეთოა და გვაძლევს საშუალებას დავიწყოთ ახალი იდეები, განვახორციელოთ პროექტები, ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, ჯანმრთელობა ხდება უფრო მდგრადი, რაც მთლიანობაში სასიკეთო  ტენდენციების მატარებელია. 

შემდეგი კვირა უფრო რთულია, რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველში გადადის, ამიტომ ვეცადოთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ამ კვირაში შევასრულოთ. 

ეს პერიოდი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას - პირველი აგვისტო, სამშაბათი. აქ გვაქვს სავსემთვარეობა, ანუ მზის და მთვარის დაპირისპირება, ხდება ლომის და მერწყულის ზოდიაქურ ღერძზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კონფლიქტები, დაპირისპირებები, აგრესია, იმატებს დეპრესიის გამოვლენის ტენდენციები, ადგილი ექნება გაუგებრობებს, ამიტომ ვეცადოთ, რომ ეს პერიოდი ფრთხილად და წინდახედულად გავიაროთ. არავითარი ფულის სესხად აღება, გასესხება დაპირებების გაცემა და ა.შ“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სოხუმსა და ცხინვალს ვინ ჩივის ბათუმია დასაბრუნებელი“ - რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

🔵 „ბედნიერებაა თქვენი ყურება“ - ირაკლი მაქაცარია ოჯახთან ერთად ისვენებს

🔵 🎥 „მთელი ნიუ-იორკი ფეხზე დააყენა, შემდეგ კი ცოლად მომიყვანა“ - გაიცანით ქალი, რომელიც საქართველოსთან, შვილთან და ოჯახთან 10-წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში პირველად დაბრუნდა