
ბლოგერი, ეზოტერიკოსი, რომელიც სოციალურ ქსელში „Svart გრიმუარის“ სახელითაა ცნობილი, ხარჯების, ფინანსების და შემოსავლების შესახებ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, ხშირად ხარჯის ხელოვნური შემცირებით, ვამცირებთ შემოსავალსაც, რადგან ამით ჩვენ ვაქრობთ საჭიროებას:
„ნაკლები ხარჯი არ უდრის მეტ შემოსავალს.
ფიქრი, რომ ხარჯების შემცირებით გაიზრდება შემოსავალი ( გასავლის შემცირება ≠ შემოსავლის ზრდა) ხშირ შემთხვევაში მცდარია.
ცხადია, არ მაქვს საუბარი შემთხვევებზე, როდესაც ადამიანი ფულს უაზროდ ფლანგავს ან ყიდულობს მისთვის არასაჭირო ხარახურას.
მაგალითად ბევრი ფიქრობს, რომ რაიმე ნივთზე ან აქსესუარზე ეკონომიით და იმავე, მაგრამ უფრო დაბალფასიანი და უხარისხო ნივთის შეძენით ფულს შეინარჩუნებენ ან რომ იპოთეკის მალე დაფარვით ფინანსურ ენერგიას გაზრდიან.
იმისათვის, რომ საკითხი კარგად გაიგოთ უნდა გამოვყო ორი ტიპის ფინანსური ენერგია.
მე მათ ვუწოდებ: 1. დინამიკური ფინანსური ენერგია და 2. კრისტალიზებული ფინანსური ენერგია.
პირველი, დინამიკური ფინანსური ენერგია, გულისხმობს ფინანსურ ენერგიას, რომელიც არის მოძრავი. ეს გახლავთ შემოსავალი და გასავალი, ანაზღაურება ან ხელფასი, შენაძენები, ტრანზაქციები, მოთხოვნილებები, საჭიროებები და ა.შ…
მეორე, კრისტალიზებული ფინანსური ენერგია, გულისხმობს ისეთი ტიპის ფინანსურ ენერგიას, რომელსაც აქვს დაგროვებითი, სტაბილური და მყარი ხასიათი. მაგალითად: დანაზოგები, ინვესტიციები, აქციები, უძრავი ქონება, ფუფუნება, მემკვიდრეობა და ა.შ…
რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ადამიანი იბადება გარკვეული უფლებებით. არსებობს უნივერსალური და საყოველთაო უფლებები, ანუ ისეთი ტიპის უფლებები, რომლებიც წარმოადგენს აბსოლუტს და გააჩნია ყველა ადამიანს ( გარდა უიშვიათესი გამონაკლისებისა). ერთ-ერთ ასეთ უფლებას წარმოადგენს სწორედ დინამიკური ფინანსური ენერგია, რადგან ის მჭიდრო კავშირშია თვითგადარჩენასა და ელემენტარულ კომფორტსა თუ საჭიროებებთან.
აი რაც შეეხება მეორეს - ყველა არ არის დაბადებული ამ უფლებით, მას მოპოვება და დამსახურება სჭირდება.
ზოგს ის თანდაყოლილი აქვს - სულის გამოცდილებიდან ან საგვარეულოს თუ ოჯახის წევრების მხრიდან მიღებული.
ზოგიც იბადება მის გარეშე, თუმცა კარგი ის არის, რომ ძირითადად ეს “უფლებები” მოპოვებადია.
რაში გვჭირდება ამის ცოდნა? - ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობისათვის დინამიკური ფინანსური ენერგია მაინც წარმოადგენს მათი ფინანსური ენერგიის ძირითად ნაწილს (მიუხედავად იმისა აქვს თუ არა სხვა ტიპის უფლებები და შესაძლებლობები).
დინამიკურ ენერგიას აქვს თავისი მოხმარების წესები და თავისებურებები:
ა) ის აუცილებლად უნდა იყოს დინებაში, შესაბამისად მას ვერ დააგროვებ ან თუ დიდხანს დააყოვნებ ის „გაფუჭდება”.
ბ) ძირითადად რამდენიც შემოდის, მიახლოებით იმდენივე გადის.
გ) ის აუცილებლად უნდა მივიღოთ, მაგრამ აგრეთვე უნდა გავუშვათ და გავაზიაროთ.
სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ხშირად ხარჯის ხელოვნური შემცირებით, ვამცირებთ შემოსავალსაც, რადგან ამით ჩვენ ვაქრობთ საჭიროებას.
თუ გაქვს საჭიროება - გაქვს შესაძლებლობა.
თუ არ გაქვს შესაძლებლობები - დამატებითი რესურსი არ გჭირდება.
თუ არ გაქვს სურვილი - როგორ აგისრულდება სურვილები?
როდესაც მცირდება აუცილებელი ხარჯი, ენერგია იწყებს დაბალანსებას საპირისპირო პოლუსიდანაც, შემცირდა ხარჯი? - მაშასადამე ამდენის შემოდინებაც აღარაა საჭირო, რადგან დინამიკური ფინანსური ენერგია უნდა აუცილებლად მეტ-ნაკლებად თანაბარი იყოს როგორც შემომავალი, აგრეთვე გამავალი მხრიდან.
ანალოგიურად თუ ჩნდება მეტის საჭიროება, ენერგია ეცდება თავი დაიბალანსოს და თქვენი ფინანსური შესაძლებლობები, შემოსავლები და პერსპექტივებიც იზრდება“, - წერს Svart გრიმუარი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„9-ჯერ გადაკეცე, ჩამარხე მიწაში ან დაწვი მადლიერების სიტყვებით“ - ნუმეროლოგიურ-ენერგეტიკული პრაქტიკა