Digest Logo

🎥 „გააკეთე ეს რიტუალი შენი სურვილების სწრაფი მანიფესტაციისთვის“ - როგორ მოვიქცეთ 4 აგვისტოს 15:12 საათზე

1722532937
ასტროლოგიასტროლოგი

გაიხსნა ლომის კარიბჭის პორტალი, რაც მიზნების მანიფესტაციისთვის გაასმაგებულ ენერგიას იძლევა. 

ახალმთვარეობა 4 აგვისტოს, საქართველოს დროით 15:12 საათზე იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ თქვენი მიზნები და ოცნებები აიხდინოთ. ამისთვის კი საჭიროა შემდეგნაირად მოიქცეთ:

„არ გამოტოვო ახალმთვარეობა ლომის ნიშანში, რომელიც 4 აგვისტოს, 15:12 საათზე მოხდება. 

სამყარო გთავაზობთ თქვენი ყველაზე თამამი ოცნების მანიფესტაციის შესაძლებლობას. ახალმთვარეობას ემთხვევა ეგრეთ წოდებული ლომის კარიბჭის პორტალი, რომლის დროსაც დედამიწას სირიუსი და ორიუნი უსწორდებიან ლომის თანავარსკვლავედს და მანიფესტაციის უძლიერეს ენერგიას ქმნიან. 

ამ მოვლენას ძველად ეგვიპტელები გალაქტიკის ახალ წელს ეძახდნენ, ასევე იწყება რეტროგრადული მერკურის პერიოდი 28 აგვისტომდე. 

დაუბრუნდი შენს ავთენტიკური გულის სურვილებს, არ იჩქარო, ჩაუღრმავდი შენს თავს, გააანალიზე რა გაბედნიერებს, დაივიწყე ლიმიტები შენს განზრახვებში და გაბედე ყველაზე თამამი ოცნებებისკენ სვლა.

გახსოვდეს, რომ რეტროგრადული მერკურის დროს არ იწყებ ახალს არაფერს. ეს არის გაანალიზების და მომზადების პერიოდი. 

იუპიტერი და მარსის პოზიტიური ასპექტები მოგცემს წარმატების და მიზნისკენ სვლის აუცილებელ ენერგიას. 

გააკეთე ეს რიტუალი შენი სურვილების სწრაფი მანიფესტაციისთვის:

ჩამოწერე მიზნები უკვე ასრულებულ აწმყო დროში;

დეტალურად აღწერე მათი გავლენა შენს ცხოვრებაზე;

დაადე ფურცელს მთვარის ქვა, ანუ ციტრინი, ასევე გამჭვირვალე კვარცი;

დატოვე ფურცელი მთელი ღამე მთვარის შუქზე და დაელოდე მაგიურ ცვლილებებს“, - ამბობს ასტროლოგი.

 

@cosmicrocks_

New Moon in ♌️ Leo

♬ what was I made for backing vocals by billie eilis - xanny media

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჩემთვის ჩემპიონი ხარ“ - ცოტნე ივანიშვილი ილია სულამანიძეს მიმართავს

„ნახევარზე მეტი, ვინც ჩემი ფულით „გულაობდა“, ახლა გამარჯობას არ მეუბნება“ - რას ამბობს ხვიჩა მაღლაკელიძე

🎥 „მომილოცეს ლეგენდებმა ლეგენდას“ - რა კადრები ვრცელდება სოცქსელში