
🏖️🏔️✈️ ზაფხულის დასვენება შესანიშნავი შესაძლებლობაა ორგანიზმის აღდგენისთვის, სტრესის მოსახსნელად და ახალი ენერგიის დასაგროვებლად.
საინტერესოა, როგორი დასვენებაა ზოდიაქოს ნიშნებითსვის კომფორტული - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია საუბრობს.
მისი თქმით, ვისაც უყვარს ცხარე საკვები და სწრაფი დასვენება - ეს არის, ცეცხლის ენერგიის ადამიანები.
ვისაც უყვარს ხორცი, შავი ღვინო, მძიმე საკვები და წამოწოლილი დასვენება - ეს არის მიწის სტიქია.
ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი ადამიანისთვის მნიშვნელობა არ აქვს რას ჭამს, მისთვის მნიშვნელოვანია რას დაათვალიერებს.
რაც შეეხება წყლის სტიქიის წარმომადგენელს, მისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საკვები, რომელიც არის გემოვნებად მნიშვნელოვანი და მასში ემოციას იწვევს.
რაც შეეხება იმას თუ როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს და მისი ენერგეტიკული ველი დაბინძურებულია?
პირველი, როცა გვერევა ძილი და სიზმარში ვშფოთავთ, დილით იღვიძებ დაღლილი.
2. მუდმივად დავიწყება მნიშვნელოვანი ამბების.
3. სწრაფი ჯანმრთელობის გაუარესება, როცა მედიცინური ახსნა არ არსებობს.
ვისაც გაწუხებთ ჯანმრთელობის პრობლემები, ან გინდათ ჯანმრთელი ბავშვი გყავდეთ მიწაზე ფეხშიშველა იარეთ 15 წუთი, ყოველდღე“, - გვირჩევს ანზორ ოდიშარია.
რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს სტიქიის მიხედვით ასეთი დასვენება სჭირდებათ:
ცეცხლის სტიქია (ვერძი, ლომი და მშვილდოსანი) - ზღვის კურორტი, იქ სადაც მეტი ჟანგბადია.
ჰაერის ნიშნები (სასწორი, მერწყული და ტყუპები) - მოგზაურობა ისეთ ქვეყნებში, საიდანაც წამოიღებთ განწყობას.
წყლის ნიშნები (თევზები, მორიელი და კირჩხიბი) - გჭირდებათ სწორი ენერგეტიკული გადანაწილება, ყველაზე კარგი იქნება წახვიდეთ იმ ადგილას, სადაც დაიბადეთ და გაატაროთ 10 დღე. ასევე კარგი იქნება წახვიდეთ მთაზე დაკავდეთ სპორტული აქტივობითაც.
მიწის ნიშნები (კურო, თხის რქა და ქალწული) - აქტიური გართობა უნდა იყოს და მრავალფეროვანი თქვენი დასვენება.
ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
⭕ხვიჩა კვარაცხელიამ საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზი გამარჯვებით და 2 საგოლე გადაცემით დაიწყო