ჟურნალისტი, ტელეწამყვანი, ტაროლოგი თეა ჩეჩელაშვილი საზოგადოებას სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად მან მორიგი პოსტი გაავრცელა, სადაც ფულის მოსაზიდი მარტივი, მაგრამ ძალიან ძლიერი რიტუალი გაგვიზიარა:
„20 ნოემბრის ნებისმიერი მონაკვეთი იდეალურია ფულის მოსაზიდად.
💸 ფულის მოსაზიდი მარტივი, მაგრამ ძალიან ძლიერი რიტუალი💸
სიყვარულით და მზრუნველობით გაგიზიარებთ რიტუალს, რომელიც ნამდვილად მუშაობს.
თუ გსურს ფინანსური გზა გაიწმინდოს და შემოსავლები განახლდეს — სცადე ეს პატარა მაგია.
რაც დაგჭირდება:
სუფთა წყალი (სასურველია წყაროდან ან ბოთლიდან) ოქროს ან ვერცხლის ნაკეთობა, წითელი ძაფი.
როგორ ჩატარდეს რიტუალი:
1. ჩადე სამკაული სუფთა წყალში.
2. წითელი ძაფი შემოახვიე ჭიქას, გადაუბი კვანძი და თქვი:
„როგორც ამ კვანძს ვერავინ გახსნის, ისე ვერავინ ჩემს ნათქვამს ვერ შეცვლის. როგორც ვიტყვი — ისე იქნება.“
3. ჭიქას ჩუმად უთხარი:
„წყალო წმინდავ, შეივსე ოქროს (ან ვერცხლის) ძალით. გადაიქეც ოქროსფერ (ვერცხლისფერ) წყლად. ვინც ამ წყალს შეეხება, ყველა გზა ფულისკენ გაეხსნას“.
4. დატოვე ჭიქა მზეზე, ან თუ მზე არაა — ფანჯარაზე, მინიმუმ ერთი საათით.
5. მერე ამ წყლით ნაზად დაიბანე სახე და თქვი:
„წყალო წმინდავ, წყალო ოქროსფერო, გამილამაზე გზები და გამიხსენი ყველა ბილიკი სიმდიდრისკენ“.
6. წითელი ძაფი დაწვი ან მიწაში დაფლე“, - წერს თეა ჩეჩელაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: