მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:17-დან 12:15 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გახსოვდეთ, რომ დღეს გაკეთებული სიკეთე, აუცილებლად ორმაგად დაგიბრუნდებათ!
არ ღირს ზედმეტი ინფორმაციის გაცემა, რადგან სწორედ ის გიღალატებთ, ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდით.
პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ზედმეტი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოთხოვნა, რადგან ასე მხოლოდ პარტნიორის ეჭვებს გამოიწვევთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, სარემონტო და სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, საბანკო და საფინანსო ოპერაციები. თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მირთმევისგან.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას, ფიზიკურ და ემოციურ გადატვირთვას, ზედმეტ ფორიაქს და ნერვიულობას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ძვლოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, საფირონი, აკვამარინი, ცირკონი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და ქალწულს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა“ - მიხეილ ცაგარელის 13 ივლისის ასტროპროგნოზი
🔵„ასე მგონია გული დამრჩა, უშენოდ ყველაფერმა ფასი დაკარგა“ - ნინო ბერიძე
🔵გარდაიცვალა ცნობილი ბავშვთა ონკოლოგი
🔵„დღეს თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან“ - მიხეილ ცაგარელი