Digest Logo

🎥 „განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან“ - 30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1738217136
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია და განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება იმ მინიშნებებს, რომელსაც სამყარო გამოგიგზავნით და იყავით მაქსიმალურად ყურადღებით“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს ნიშნებს, მათი 30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ასეთია 👇 

ვერძი  - დღეს თქვენი წარმატების საწინდარი იქნება მოთმინება და თავშეკავება, ასევე გაითვალისწინეთ, რომ არ იყოთ ხელგაშლილები და გულუხვები, რადგან ამან შეიძლება ზიანი მოგიტანოთ.

კურო - შეიძლება ადამიანთან ურთიერთობის დროს გარკვეული სირთულეები შეგექმნებათ, შეეცადეთ ნაკლები ილაპარაკოთ და მეტი მოისმინოთ, ასევე არ შეხვიდეთ არავისთან კონფლიქტში.

ტყუპები - საინტერესო დღე გელოდებათ, შესაძლოა ახალი ადამიანები გაიცნოთ. კარგი დღეა მოგზაურობისთვის და ურთიერთობებისთვის. 

კირჩხიბი - შედარებით ნეიტრალური დღეა, მოერიდეთ პასუხისმგებლობებს და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერას. ეს დღე სჯობს მშვიდ ვითარებაში გაატაროთ და არ შეხვიდეთ არავისთან კონფლიქტში.

ლომი - დღეს არ არის სასურველი ქედმაღლობა და სხვებზე ზემოდან ყურება, უმჯობესი იქნება საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და დაინახოთ თქვენი დაშვებული შეცდომები.

ქალწული - შესაძლოა დღეს ბრძოლა მოგიწიოთ საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, იყავით კონკურენტუნარიანები არ დათმოთ და დანებდეთ იქ, სადაც მართალი ხართ.

სასწორი - ეს დღე თქვენთვის მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ დაიწყოთ თქვენი მიზნისკენ ნაბიჯების გადადგმა, თუმცა არ იჩქაროთ და გადადგით მშვიდი ნაბიჯები. 

მორიელი - იქნებით თავდაჯერებულები და ნებისმიერი საქმე მარტივად გამოგდით. მარტივად გამოგდით საქმეების შესრულება.

მშვილდოსანი - განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან, არ დახარჯოთ ფული და არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით.

თხის რქა - მნიშვნელოვანი დღეა, შესაძლოა დღე კამათით დაიწყოს, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორდება. შესაძლოა თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბედისწერო აღმოჩნდეს და ამიტომ ფრთხილად იყავით.

მერწყული - უმჯობესია მშვიდი საქმეებით შემოიფარგლოთ, არ არის სასურველი იყოთ დაძაბულ საქმეში.

თევზები - დღე შესაძლოა არეულად დაიწყოს და იყოს კონფლიქტები, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი დასტაბილურდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„საოცარი დედის საოცარი შვილები“ - ნანუკა გუდავაძე შვილებთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

⭕ ლევან მაჭავარიანი: როდესაც ელჩები ერთის მხრივ, ქალბატონ ამაღლობელს პოლიტპატიმარს ეძახიან, გადაახვიონ ის კადრები, სადაც სილას ურტყამს პოლიციელს და შეაფასონ თავიანთ ქვეყანაში როგორი რეაგირება ექნებოდა ამაზე პოლიციას

⭕ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, ფაქტობრივი სიზუსტით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას, რა დანაშაულები იქნა ჩადენილი რეჟიმის მიერ 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით, გამოვლენილი ფაქტების კვალდაკვალ არ გამოირიცხება სისხლის სამართლებრივი დევნაც